,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№130
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.011.485
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 13/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.011.485

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №130

2008 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 07.05.2007 წ., №62, მუხ. 702) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ორ ეგზემპლარად შედგენილი განაცხადი აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ, ამ დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოს. განცხადებაზე თანდართული განაცხადებიდან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება მეწარმე სუბიექტს თარიღის დასმისა და აღნიშვნის ,,განაცხადი მიღებულია“ გაკეთების შემდეგ. აღნიშვნას ხელს აწერს განაცხადის მიმღები პირი. მეორე ეგზემპლარი რჩება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოში. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი წერილობით განაცხადთან ერთად შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოს წარუდგენს აგრეთვე ელექტრონულ განაცხადს აქციზური მარკების შეძენის თაობაზე. განცხადებისა და თანდართული განაცხადების მიღების დღიდან მომსახურების სამმართველოში იწყება ადმინისტრაციული წარმოება. აქციზური მარკების გაცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურე ბანკის მიერ ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოს უფროსის (მოადგილის) მიერ მომსახურე ბანკისათვის წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, აქციზური მარკების განყოფილების მიერ გამოცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოს აქციზური მარკების განყოფილების გაცემაზე პასუხისმგებელი მუშაკი ადგენენ აქტს აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ (დანართი №7). თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე აქციზური მარკების გაცემა მოხდება მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოს აქციზური მარკების შეძენაზე განაცხადი წარედგინება როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველოს მიერ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კმაყოფილდება მეწარმე სუბიექტის განცხადება აქციზური მარკების უკან დაბრუნების შესახებ, შესაბამისად ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება (დანართი №9), რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული მხარეები. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების უკან დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველო უზრუნველყოფს მიღება-ჩაბარების აქტის (დანართი №9) მონაცემების ელექტრონული ფორმატით შენახვას.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. აქციზური მარკების აღრიცხვა და კონტროლი

,,1. მეწარმე სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელს ან ახორციელებენ მის იმპორტს, ვალდებულნი არიან ამ დებულების შესაბამისად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში წარადგინონ ანგარიში (დანართი №10 და დანართი №11) აქციზური მარკების გამოყენების შესახებ. დანართი №11-ის წარმოდგენა ხორციელდება როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით.

2. აქციზური მარკების გამოყენების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. წარმოდგენილი ანგარიშის (დანართი №11) ელექტრონული ფორმით შენახვას უზრუნველყოფს შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექცია.

3. თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორები იმპორტის განხორციელებამდე საბაჟო ორგანოებში წარადგენენ წერილობით და ელექტრონულ ინფორმაციას აქციზური მარკებით ნიშანდებული პროდუქციის თაობაზე (დანართი №12 საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შესახებ). წარმოდგენილი ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შენახვას უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო ორგანო.

4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის ელექტრონული ფორმების შესაბამისი ფორმატის მიწოდებას უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამმართველო.“;

ე) დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ვ) დაემატოს დანართი №11 და დანართი №12 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

ნ. გილაური

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №10

ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოში თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადების მიზნით შეძენილი

ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი
 აქციზური მარკების გამოყენების შესახებ
200...   წლის.... .................................... მდგომარეობით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის დასახელება

აქციზური მარკების ნაშთი საანგარიშო თვის პირველი რიცხვისათვის

საანგარიშო თვეში შეძენილი მარკების რაოდენობა. სულ გადახდილი აქციზის
 გადასახადი

საანგარიშო თვეში გახარჯული
 მარკების რაოდენობა

აქციზური მარკების ნაშთი საანგარიშო თვის მომდევნო თვის
პირველი რიცხვისათვის

საანგარიშო თვის მომდევნო მეორე თვისათვის მოსალოდნელი მოთხოვნა
აქციზურ მარკებზე

შენიშვნა

რაოდენობა

რაოდენობა

აქციზის გადასახადი

რაოდენობა

აქციზური მარკების რაოდენობა

სულ

შენახვის
ადგილზე

წარმოებაში

დასაწყობებულ მზა
პროდუქციაზე

რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ.ა

 

 

მთავარი ბუღალტერი:

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №11

ანგარიში
საქართველოში თამბაქოს ნაწარმის მიწოდების შესახებ
 200...… წლის .................................... მდგომარეობით

 

(სუბიექტის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

საქონლის ტიპი (ფილტრიანი, უფილტრო, სიგარა, სიგარილა)

ბრენდის დასახელება

მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი

ანგარიშ-ფაქტურისა და
სასაქონლო ზედნადების
ნომერი

მიწოდების თარიღი

სარელიზაციო ფასი

რაოდენობა

დიაპაზონი

შენიშვნა

დან

ჩათვლით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

`

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ.ა

 

 

მთავარი ბუღალტერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი № 12

ინფორმაცია
საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შესახებ

 

(იმპორტიორის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

საქონლის ტიპი (ფილტრიანი, უფილტრო, სიგარა, სიგარილა)

ბრენდის დასახელება

ინვოისის ნომერი

ერთეულის ფასი

რაოდენობა
(კოლოფები)

დიაპაზონი

შენიშვნა

დან

ჩათვლით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ.ა

 

მთავარი ბუღალტერი: