„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.011.491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 14/02/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.491

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №136

2008 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07 წ., №29, მუხ. 348)  შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) 61 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ.გ“ ქვეპუნქტი:

,,ვ.გ) დეკლარაციების წარმოდგენაზე მონიტორინგის განყოფილება“;

ბ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. ადმინისტრირების სამმართველო

ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ანალიზი და მონიტორინგი, უზრუნველყოფის ღონისძიებებით გადახდევინების მეთოდებისა და პროგრამების შემუშავება, რისთვისაც ამუშავებს მეთოდოლოგიური და ინსტრუქციული ხასიათის რეკომენდაციებს;

გ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვა და ანალიზი ელექტრონული და სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის მათ მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესში;

დ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება და პრაქტიკის განზოგადება;

ე) მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;

ვ) საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ვადის შეცვლის, რესტრუქტურიზაციის და დავალიანებათა ჩამოწერის საკითხებზე სამართლებრივი აქტების და მეთოდური რეკომენდაციების პროექტების მომზადება;

ზ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;

თ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო დავალიანების უიმედო ვალად აღიარებისა და ჩამოწერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა სისრულის ანალიზი;

ი) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და ანალიზი მათ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება შემოსავლების ბაზის ფორმირებაზე;

ლ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სხვა სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციების მიღება და ანალიზი;

მ)  კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული და სხვა სახის წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციების მიღება და საგადასახადო ორგანოების მიერ ამ კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე მონიტორინგი;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარებების გაწევა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური