,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 28/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.518

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №123

2008 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №528 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 950) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის  გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია