,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 25.02.2008
ძალის დაკარგვა 30.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №50/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.523
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 26/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-24.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-24.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-24.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-24.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-24.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-24.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-24.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-24.0pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 84.0pt 27.0pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.523
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №50/ნ
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესის“ პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების (შემდგომში – ვეტერანი) აღრიცხვის, შესაბამისი კატეგორიების მინიჭების პროცედურულ საკითხებს, არეგულირებს მოწმობების გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. ვეტერანის მოწმობის გამცემი ორგანო
ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 3🔗. ვეტერანთა მოწმობების სახეები
1. ვეტერანის მოწმობები გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ომის მონაწილე;
ბ) ომის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შემდგომში – ომის ინვალიდი);
გ) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანი;
ე) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი;
ვ) მარჩენალდაკარგული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი კატეგორიის მიკუთვნების უფლების წარმოშობის შემთხვევაში ვეტერანის მოწმობა გაიცემა მხოლოდ ერთი კატეგორიის მიხედვით, პირის არჩევით.
მუხლი 4🔗. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანა
1. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანის დროს მის შესახებ საანკეტო მონაცემები შეიტანება:
ა) ომის მონაწილეებისათვის – მწვანე ფერის ანკეტაში (ფორმა 1);
ბ) ომის შშმპ-სთვის – წითელი ფერის ანკეტაში (ფორმა 2);
გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირებისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის – ყავისფერი ფერის ანკეტაში (ფორმა 3);
დ) ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულებისათვის – ლურჯი ფერის ანკეტაში (ფორმა 4).
2. ანკეტირების მიზანია:
ა) „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, აგრეთვე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა;
ბ) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ადმინისტრირება (განახლება, სრულყოფა).
მუხლი 5🔗. ანკეტის შევსების წესი
1. ვეტერანის ანკეტაში შეიტანება მასში მოთხოვნილი შესაბამისი მონაცემები.
2. ვეტერანის საანკეტო მონაცემები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა და ინახება დეპარტამენტში, ხოლო მეორე რჩება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
3. ვეტერანის საანკეტო მონაცემებში შესწორების შეტანის შემთხვევაში ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ ანკეტის მეორე გვერდზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შესწორების შეტანის შესახებ და მოწმდება სათანადო ბეჭდით.
4. ვეტერანი ვალდებულია ანკეტაში შეტანილი მონაცემების ყოველი შემდგომი ცვლილებისას აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის ვადაში განცხადებით აცნობოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ხელახლა შეივსება ვეტერანის შესახებ მონაცემები ცვლილებების გათვალისწინებით და წარედგინება დეპარტამენტს. ვეტერანის შეცვლილ მონაცემებს მიენიჭება ახალი საიდენტიფიკაციო კოდი და მასვე დაერთვება ადრე შევსებული მონაცემები, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ახალი ანკეტის განუყოფელ ნაწილს.
5. საანკეტო მონაცემები უნდა დადასტურდეს ტერიტორიული ორგანოს უფროსის ხელმოწერით (გვარი გარკვევით) და დამოწმდეს შესაბამისი ბეჭდით.
6. ტერიტორიული ორგანოს მიერ შევსებული, ამ ინსტრუქციის მიხედვით ხელმოწერილი და დამოწმებული ვეტერანის ანკეტა, ვეტერანის ფოტოსურათი ზომით 3X4სმ, თანდართულ საბუთებთან ერთად წარედგინება დეპარტამენტს.
7. დეპარტამენტი ახდენს შემოსული ანკეტებისა და თანდართული საბუთების შეჯერებას, ანკეტას ანიჭებს საიდენტიფიკაციო კოდს, რასაც შესაბამისი თანამდებობის პირი ადასტურებს თავისი ხელმოწერით, რის შემდეგ ანკეტური მონაცემები შედის კომპიუტერულ ბაზაში.
8. საანკეტო მონაცემებსა და წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის უზუსტობების ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მასალები, დაზუსტების მიზნით, უბრუნდება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
მუხლი 6🔗. ანკეტირებისათვის წარსადგენი დოკუმენტები
ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ა.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული მეორე მსოფლიო ომის შშმპ-ს მოწმობა. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ცნობა კომპეტენტური ორგანოდან დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით;
ა.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
ა.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ა.დ) ომის პერიოდში მიღებული ორდენების და მედლების მოწმობები (დედანი და ასლი);
ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი).
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ბ.ა) ყოფილ სსრკ-ის პერიოდში სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ცნობა კომპეტენტური ორგანოდან დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით;
ბ.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
ბ.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ბ.დ) ომის პერიოდში მიღებული ორდენების და მედლების მოწმობები (დედანი და ასლი);
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
გ.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სოციალური დაცვის განყოფილების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა“, მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით (დედანი და ასლი);
გ.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
გ.გ) ომის პერიოდში მიღებული ორდენების და მედლების მოწმობები (დედნები და ასლები);
გ.დ) შრომის წიგნაკი (დედანი და ასლი) ან ზურგში მუშაობის დამადასტურებელი სხვა საბუთი (დედანი);
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:
დ.ა) ყოფილ სსრკ-ის პერიოდში სამხედრო კომისარიატების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა“, მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით (დედანი და ასლი);
დ.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
დ.გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები (დედნები და ასლები);
დ.დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინვალიდის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:
ე.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სამხედრო კომისარიატების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა“, მისი დაკარგვის შემთხვევაში, პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით (დედანი და ასლი);
ე.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
ე.გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები (დედნები და ასლები);
ე.დ) საბრძოლო მოქმედებების შშმპ მოწმობა ან შშმპ-ს მიზეზობრივი კავშირის დამდგენი საექსპერტო კომისიის ცნობა (დედნები);
ე.ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ვ.ა) ძალოვანი უწყებების კადრების სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა (ჩარიცხული იყო) საბრძოლო მოქმედების პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა და აღნიშნულ პიროვნებას მიღებული აქვს მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში. ცნობას დართული უნდა ჰქონდეს მისი გაცემის საფუძველი (ფორმირებაში სამსახურის, ჩარიცხვის ან ამორიცხვის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი, მივლინების შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი, საბრძოლო მოკვლევა):
ვ.ა.ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი;
ვ.ბ) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები;
ვ.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ვ.დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავების მიერ საომარი მოქმედების ზონაში სპეციალური რეისების შესრულების დამადასტურებლი საფრენი რუკების დედანი და ასლი;
ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ზ.ა) ძალოვანი უწყებების კადრების სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა (ჩარიცხული იყო) საბრძოლო მოქმედების პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა და აღნიშნულ პიროვნებას მიღებული აქვს მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში. ცნობას დართული უნდა ჰქონდეს მისი გაცემის საფუძველი (ფორმირებაში სამსახურის, ჩარიცხვის ან ამორიცხვის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი, მივლინების შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი, საბრძოლო მოკვლევა):
ზ.ა.ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი;
ზ.ბ) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები;
ზ.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ზ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შშმპ მოწმობა ან შშმპ-ს მიზეზობრივი კავშირის დამდგენი საექსპერტო კომისიის ცნობა (დედნები);
ზ.ე) სამოქალაქო ავიაციის მფრინავების მიერ საომარი მოქმედების ზონაში სპეციალური რეისების შესრულების დამადასტურებელი საფრენი რუკების დედანი და ასლი;
თ) ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა:
თ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
თ.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და ასლი), ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი);
თ.გ) გარდაცვალების მოწმობა ან დაღუპვის შესახებ შეტყობინება (დედანი და ასლი);
თ.დ) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი);
თ.ე) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა და ასლი;
თ.ვ) გარდაცვლილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი (დედანი და ასლი);
ი) სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:
ი.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ი.ბ) სამხედრო სამსახურიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს პენსიის/კომპენსაციის მიღების უფლებას წელთა ნამსახურობით ან შშმპ-ით (დედანი) ან წელთა ნასახურობით დათხოვნის ბრძანების ასლი;
ი.გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა ამ ფაქტის დადასტურებისათვის სამხედრო ბილეთი და ცნობა ინვალიდობის შესახებ (დედანი და ასლი);
ი.დ) მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები ან საუწყებო წარჩინების ნიშნების (დედნები და ასლები).
მუხლი 7🔗. ვეტერანის მოწმობის გაცემა
ვეტერანის მოწმობა კატეგორიების მიხედვით გაიცემა:
ა) ომის მონაწილის მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“–„თ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე;
ბ) ომის შშმპ მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებულ პირებზე;
გ) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის მოწმობა – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ე“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ (გარდა იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრებისა) ქვეპუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ პირებზე;
ე) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობა – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე;
ვ) მარჩენალდაკარგულის მოწმობა – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
მუხლი 8🔗. ანგარიშის წარდგენა
1. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია კვარტალში ერთხელ წარადგინოს დეპარტამენტში სიები იმ ვეტერანებისა, რომლებიც მოიხსნენ აღრიცხვიდან (გარდაცვალების ან სხვა მიზეზით).
2. დეპარტამენტს წარედგინება აგრეთვე გარდაცვლილ ვეტერანთა ვეტერანის მოწმობებიც, რომლებიც შემდგომ ნადგურდება დეპარტამენტის მიერ სათანადო აქტის შედგენით.
3. გარდაცვლილი ვეტერანის ანკეტა დეპარტამენტში ინახება 5 წლის განმავლობაში, დღიდან მისი გარდაცვალებისა.
მუხლი 9🔗. სარეგისტრაციო ჟურნალი
1. ვეტერანის მოწმობის გაცემის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სარეგისტრაციო ჟურნალი (შემდგომში – ჟურნალი).
2. ჟურნალში აღინიშნება რეგისტრაციის ნომერი, მოწმობის მიმღები პირის სახელი, გვარი, მამის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი, მოწმობის მიმღები პირის ხელმოწერა, მოწმობის გაცემის თარიღი, შენიშვნა (არსებობის შემთხვევაში).
3. სარეგისტრაციო ჟურნალს ამზადებს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და გადასცემს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების უფროსებს.
4. ჟურნალების გადაცემა ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერენ ჟურნალის გაცემასა და მიღებაზე უფლებამოსილი პირები.
მუხლი 10🔗. სხვა დებულებები
1. მოწმობა გაიცემა იმ ტერიტორიულ ორგანოს მიერ, სადაც პირს გავლილი აქვს რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ან მოწმობის მიღების უფლების შესახებ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოწმობის მიმღები პირი ვალდებულია მოწმობის გამცემ პირს ჩააბაროს ძველი მოწმობა. ამ შემთხვევაში ჟურნალში კეთდება შესაბამისი შენიშვნები.
3. მოწმობის მიმღები პირი ვალდებულია ყოველი წლის 1-დან 30 ოქტომბრამდე პირადად გაიაროს აღრიცხვა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში, რაც დაფიქსირებული უნდა იყოს ჟურნალში ხელის მოწერით. თუ განსაზღვრულ ვადაში მოწმობის მიმღები პირი არ გამოცხადდა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში, აღნიშნული ორგანოს წარმომადგენელმა უნდა დაადგინოს არგამოცხადების მიზეზი და მიიღოს შესაბამისი ზომები.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის/ინვალიდის დამადასტურებელი ვეტერანის სტატუსის მინიჭებისას:
ა) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დეპარტამენტთან არსებული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის ოქმის შესაბამისად, პირისათვის მოხალისის სტატუსის დადგენის შესახებ აცნობოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
ბ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აფხაზეთის ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული ბატალიონების წევრების შემთხვევაში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტთან არსებულ აფხაზეთის ა/რ ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საჯარისო ფორმირებებში ჩარიცხულ პირთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის ოქმის შედეგების შესახებ აცნობოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
ფორმა1
ფორმა 2
ფორმა 3
ფორმა 4