⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2012)

„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 29.08.2007
ძალის დაკარგვა 01.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 280.070.040.10.003.000.822
გამოქვეყნების წყარო სსმ, 124, 03/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 607 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2007 მიღება
01.09.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №181 2007 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ     მუხლი 1🔗 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. 2007 წლის 1 სექტემბრიდან განისაზღვროს შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 5 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 2 ლარი; ბ) 5-დან 15 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 4 ლარი; გ) 15-დან 25 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 7 ლარი; დ) 25 და მეტი საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 10 ლარი. 2. შრომითი სტაჟის დასადასტურებლად მიიღება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ და მოიცავს ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდზე, დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 3. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან აღდგენა, შრომითი სტაჟის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ. 4. ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესების მიხედვით ადრე დადასტურებული და გამოთვლილი შრომითი სტაჟი დაედოს საფუძვლად ასაკის გამო მინიმალური ოდენობით დანიშნული პენსიის დანამატის გაანგარიშებას. 5. მოქალაქე/პენსიონერი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის. 6. შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სახელმწიფო პენსიის დანამატების ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგეტო ამ დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დახმარების აღმოჩენა პენსიონერთა შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში. 9. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება (მათ შორის, ქ. თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები პენსიონერებისათვის) განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებიდან. ამასთან, 2007 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული ღონისძიებები დაფინანსდეს „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52- ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.     მუხლი 2🔗 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მომზადება და მიღება.     მუხლი 3🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ეთხოვოთ აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში, ხოლო სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს – შესაბამისი ინფორმაციების გადამოწმებაში.     მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი