„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.011.538
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №182
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვე-ვის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა – დანართი №2ბ“.
2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე“ ინსტრუქციის:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, რეგიო-ნალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), სტრუქ-ტურული ერთეული, რომელთა კომპეტენციაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის დებულებით, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), დებულებით ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირები
საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას (ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) იღებენ: შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი/მისი მოადგილე (შემდგომში – უფლებამოსილი მოხელეები).“;
გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგება ამ წესის დანართი №2ბ-თი განსაზღვრული ფორმით“;
დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან, ხოლო მისი დამოწმებული ასლი ეგზავნება რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“;
ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვა
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიც-ხვის ფორმას. მათი გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შესაბამისი რეგიონალური ცენტრის კანცელარიაში. ოქმის ფორმებს ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებზე. სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გამოყენებულ და დაბრუნებულ (გაუქმებულ ან დაზიანებულ) ოქმებს, რის შესახებაც ამზადებენ ყოველკვირეულ ანგარიშს. რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე) გაიცემა ოქმები სერიით „რცსი“.“;
ვ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა
1. საბაჟო სამართალდარღვევის ყველა საქმე რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) №5 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფებში.
3. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსებს, ხოლო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე, შენახვასა და მასში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე – რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებით ან საბაჟოს ორგანოების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.“;
ზ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღრიცხვის ჟურნალები დამტკიცებული ფორმის (დანართი №5) შესაბამისად იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიხედვით.“;
თ) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმის და საბაჟო შეტყობინების რეგისტრაციის შემდეგ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.“;
ი) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციას და მონაცემების შეტანას ახორციელებს რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი მუშაკი, რომელსაც უშუალოდ აქვს დაკისრებული აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების წარმოება.“;
კ) 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მისი შემდგენელი პირის მიერ მარეგისტრირებელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ოქმის შედგენის დღიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი ოქმები და გამოცემული საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება ჟურნალში აუცილებელ რეგისტრაციას სამი დღის ვადაში.
5. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციული შენობის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციული პუნქტის ფარგლებს გარეთ მდებარე სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ოქმების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოწოდების შეუძლებლობისას, გამონაკლის შემთხვევაში, საქმეეების რეგისტრაცია დასაშვებია ფაქსით, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის ჟურნალში ივსება, სულ ცოტა, 1–4, 7, 8, 9, 11 გრაფები. მონაცემები სხვა გრაფებში შეიტანება საქმის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.“;
ლ) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) პირველი აღნიშნავს იმ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან მისი სტრუქტურული ერთეულის კოდს (საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის მიხედვით), სადაც დარეგისტრირდა ოქმი (დადგენილება).“;
მ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუცილებელ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია დამოუკიდებლად აწარმოოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე, აგრეთვე გამოითხოვოს ის რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექციიდან) და დამოუკიდებლად აწარმოოს იგი.“.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართი №2.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური