„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახეელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.551
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №260
2008 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ.2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლში მითითებული „დანართი №2“ შეიცვალოს სიტყვებით: „დანართი №32“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111
2008 წლის 1 თებერვლიდან 2008 წლის 12 თებერვლის ჩათვლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემოთ ჩამოთვლილი მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი გაანგარიშებით:
ა) სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში:
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი |
945 |
| უფროსი გამომძიებელი | 840 |
| გამომძიებელი | 735 |
ბ) სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში:
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი | 945 |
| უფროსი გამომძიებელი | 840 |
| გამომძიებელი | 735 |
გ) სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში:
| უფროსი გამომძიებელი | 840 |
3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №28 და დანართი №29 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №28
| ქ. თბილისის მთავარი სამმართველო (ადმინისტრაციის, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური სამმართველოების და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებების გარდა) | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2560 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2395 |
| სამმართველოს უფროსი (რაიონული) | 2040 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე (რაიონული) | 1450 |
| სამმართველოს უფროსი | 2040 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1450 |
| განყოფილების უფროსი (დეტექტივ-გამომძიებელი; გამომძიებელი); განყოფილების უფროსი | 1395 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე (დეტექტივ-გამომძიებელი) | 1000 |
| დეტექტივი-გამომძიებელი | 1000 |
| დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი | 910 |
| უბნის უფროსი ინსპექტორი-გამომძიებელი; უფროსი ინსპექტორი |
885 |
| უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი; ინსპექტორი | 825 |
| უბნის უმცროსი ინსპექტორი | 615 |
დანართი №29
| ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური სამმართველოების და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებები | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამმართველოს უფროსი | 2040 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1450 |
| განყოფილების უფროსი | 985 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 885 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 840 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 770 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 710 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 545 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 320 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი მუშა-ხელოსანი), | 260 |
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
ი. მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.02.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.02.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №260. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.22.034.011.551.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე, №260, 27.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.551 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76432/