,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.552
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №211
2008 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06წ., №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ.ა.გ“ და ,,ბ.ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ა.გ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება დიპლომატიური მიზნებისათვის ან საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისას);
ბ.ა.დ) ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17;“.
ბ) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის ,,ბ.ა.ე“ და ,,ბ.ა.ვ“ ქვეპუნქტები.
გ) პირველი პუნქტის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ვ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ბ.ვ.ა) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ.38 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);
ბ.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქარ-თველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-1497 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის.“.
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:
,,53. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებად განისაზღვროს:
ა) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
ბ) ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია (შპს ,,ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 4 მარტიდან.
კ. ბაინდურაშვილი