⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.05.2011)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 25.02.2008
ძალის დაკარგვა 30.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №158
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.556
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 06/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,422 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2008 მიღება
30.05.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:57.0pt 42.55pt 57.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.556 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №158 2008 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვე-პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის“ თანდართული წესდება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №530 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის წესდება თავი I. შესავალი დებულებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ფუნდამენტური ხასიათის კვლევას მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში, მონაწილეობს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების მომზადებაში. 2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. ინსტიტუტი შექმნილია „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე. 4. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 5. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.     მუხლი 2🔗. ინსტიტუტის მიზნები 1. ინსტიტუტის მიზნებია: ა) მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევებისა და საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება; ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა; გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა; დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ე) ახალ­გაზ­რ­და სამეცნიერო კადრების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; ზ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილურობის წახალისება. 2. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა. თავი II. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვა     მუხლი 3🔗. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები 1. ინსტიტუტის სტრუქტურა მოიცავს ადმინისტრაციას, სამეცნიერო ერთეულებსა და დამხმარე სამსახურებს. 2. ინსტიტუტის დამხმარე სამსახურებია: სამეცნიერო ინფორმაციის სამსახური, ბუღალტერია, კანცელარია, სამეურნეო სამსახური და სხვა. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.     მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. 2. სამეცნიერო საბჭო: ა) იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს; ბ) ისმენს ინსტიტუტის დირექტორის ანგარიშს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების შესახებ; გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით უფლებამოსილება შეუწყვიტოს ინსტიტუტის დირექტორს; დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ე) ღია კონკურსის წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, რომლებსაც ამტკიცებს დირექტორი; ვ) ითანხმებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს; ზ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებულ წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს; თ) განიხილავს და აფასებს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამეცნიერო პროგრამებს და მათ საფუძველზე ადგენს ინსტიტუტის ერთიან სამუშაო სამეცნიერო პროგრამას; ი) მოისმენს, განიხილავს და აფასებს სამეცნიერო განყოფილებების საქმიანობის ანგარიშებს და ცალკეული მეცნიერების სამეცნიერო მოხსენებებს; კ) ამზადებს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშს; ლ) უფლებამოსილია ინსტიტუტის საპატიო წევრებად აირჩიოს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები; მ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს; ნ) უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები; ო) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს ინსტიტუტის დირექტორისა და სამეცნიერო განყოფილების გამგის თანამდებობებზე კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით; პ) დირექტორისა და სამეცნიერო განყოფილების გამგის თანამდებობებზე კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას; ჟ) ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის საშტატო განრიგს.     მუხლი 5🔗. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება 1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს ყველა წევრის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე. 2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. 3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე. 5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე. 6. სამეცნიერო საბჭო თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. 7. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ინსტიტუტის პერსონალიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. 8. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.     მუხლი 6🔗. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე 1. სამეცნიერო საბჭო თავის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. 2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. 3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას; ბ) იწვევს და წარმართავს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; გ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას. 4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას. 5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.     მუხლი 7🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა 1. სამეცნიერო საბჭო აირჩევა ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ინსტიტუტში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. 3. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება უფლებამოსილია სამეცნიერო საბჭოს არჩევამდე ერთი თვით ადრე მაინც განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან. 4. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს. 5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადებსა და სამეცნიერო საბჭოს არჩევნების დღეს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი. 6. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველი ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას. 7. თუ სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობით არჩევა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ გამსვლელ ხმათა მინიმალური რაოდენობა დააგროვა საბჭოს წევრობის ორმა ან მეტმა კანდიდატმა, დირექტორის მიერ ამ კანდიდატებს შორის ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვანეს 3 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლებიან უმეტესი ხმების მქონე კანდიდატები. 8. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დარჩენილ ადგილებზე დირექტორის მიერ ინიშნება ხელახალი არჩევნები. 9. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით/რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.     მუხლი 8🔗. სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია 1. ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარების მიზნით ინსტიტუტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი; ბ) ინსტიტუტის დირექტორი ან მისი ნათესავი; გ) ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი. 3. ამ წესდების მიზნებისათვის „ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს. 4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ინსტიტუტის დირექტორი. 5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი. 7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა. 8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემად-გენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 9. სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია:   ა) რეგისტრაციაში ატარებს სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატებს; ბ) რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა თავის სხდომაზე ამტკიცებს რეგისტრირებულ კანდიდატთა ნუსხას, რომელსაც გამოაკრავს ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას და აქვეყნებს ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე; გ) ამზადებს საარჩევნო ბიულეტენებს; დ) ორგანიზებას უკეთებს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებისას ფარული კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას; ე) სამეცნიერო საბჭოს ფარული კენჭისყრის შედეგებს აფორმებს სათანადო ოქმით; ვ) სამეცნიერო საბჭოს წევრებად არჩეული პირების ნუსხას გამოაკრავს ინს­ტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას და აქვეყნებს ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 10. სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ინსტიტუტის ბეჭედი თავისი სხდომების ოქმების დასამოწმებლად.     მუხლი 9🔗. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება 1. ინსტიტუტს მართავს ინსტიტუტის დირექტორი. 2. ინსტიტუტის დირექტორი: ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს; ბ) სამინისტროსთან ათანხმებს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს; გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა არჩევის მიზნით. სამეცნიერო საბჭოზე საკითხის განხილვის შემდეგ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს; ე) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე პირი; ვ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე აფორმებს პირთან შესაბამის ხელშეკრულებას ინსტიტუტის სათანადო სამეცნიერო განყოფილებასთან თანამშრომლობის თაობაზე საზოგადოებრივ საწყისებზე ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობის გარეშე; ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების გამგის თანამდებობაზე; თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ი) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით; კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; ლ) არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს; მ) ხელს უწყობს სამეცნიერო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას; ნ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს; ო) დამტკიცებულ ბიუჯეტს ინფორმაციის სახით წარუდგენს სამინისტროს; პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; რ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე; ს) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს; ტ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაცი­ულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ფ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. 4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარებისას; დ) გარდაცვალებისას; ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას. 5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 10🔗. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი 1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის მუშაობის სტაჟი. 2. ინსტიტუტის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. 3. ინსტიტუტის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურ­სის წესით თანამდებობაზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. 4. დირექტორის არჩევის მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს. 5. დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისა და არჩევის ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის კონკურსის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს. კონკურსის სამდივნო შედგება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ინსტიტუტის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. 6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი კონკურსის სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს, რეგისტრაციაში ატარებს დირექტორობის კანდიდატებს და აგვარებს კონკურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 7. კონკურსის სამდივნო რეგისტრირებულ კანდიდატთა ნუსხას წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სამეცნიერო საბჭო ისმენს თითოეული კანდიდატის სამოქმედო პროგრამას, რის შემდეგაც ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. დირექტორობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევრისა. 9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.     მუხლი 11🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი 1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული: ა) შეიმუშავებს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ა) ახორციელებს ფუნდამენტურ კვლევებს და საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას მეცნიერების შესაბამის დარგში; ბ) ასრულებს განყოფილების სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს და რეგულარულად იხილავს და აფასებს აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში; დ) თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; მონაწილეობს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადებაში; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო სამუშაოებს; ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო კვლევების სწორად განხორციელებას; გ) შეიმუშავებს და სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს განყოფილების სამეცნიერო პროგრამას და შესრულებული სამეცნიერო მუშაობის ანგარიშს; დ) ინსტიტუტის დირექტორის წინაშე აყენებს საკითხს განყოფილების თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ.     მუხლი 12🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი 1 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი. თავი III. ინსტიტუტის პერსონალი     მუხლი 13🔗. ინსტიტუტის პერსონალის შემადგენლობა 1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებია: ა) მეცნიერი თანამშრომელი; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობებია: ა) ინსტიტუტის დირექტორი; ბ) ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინის-ტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამასთან, მან შეიძლება ინსტიტუტში შეთავსებით დაიკავოს რომელიმე სამეც-ნიერო თანამდებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.     მუხლი 14🔗. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი 1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრე­ბული სამეცნიერო ხარისხი; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. 3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამეცნიერო განყოფილების გამგესთან შეთანხმებით განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.     მუხლი 15🔗. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები 1. მეცნიერს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსებში და თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მოიპოვოს დამატებითი დაფინანსება; დ) ისარგებლოს ინსტიტუტის ბიბლიოთეკით და ინსტიტუტის სხვა ქონებით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. მეცნიერი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამით გათვა­ლისწი­ნე­ბული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში და ინსტიტუტის ერთ-ერთი სამეცნიერო სემინარის მუშაობაში; ბ) რეგულარულად გამოაქვეყნოს თავისი კვლევის შედეგები რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში; გ) ყოველწლიურად წერილობითი ანგარიში ჩააბაროს სათანადო სამეცნიერო განყოფილებას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) დაიცვას ინსტიტუტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; ვ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის ქონებას. თავი IV. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი. ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები     მუხლი 16🔗. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ინსტიტუტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ინსტიტუტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა.     მუხლი 17🔗. ინსტიტუტის ქონება 1. ინსტიტუტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, დადგენილი წესის თანახმად. 2. ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.     მუხლი 18🔗. ინსტიტუტის დაფინანსება 1. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 19🔗. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 20🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. 3. ინსტიტუტის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ინსტიტუტის დირექტორი. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 4. ლიკვიდატორი: ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს; ბ) ინსტიტუტის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობებს ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ, თუ კრედიტორების მისამართი უცნობია, შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით; გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ინსტიტუტის ვალდებულებებს; დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 5. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. თავი V. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი     მუხლი 21🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI. გარდამავალი დებულებები     მუხლი 22🔗. გარდამავალი დებულება 1. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევამდე მის უფლე­ბამოსილებებს ახორციელებს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცე­ბიდან 45 დღის ვადაში. 3. სამეცნიერო საბჭომ ინსტიტუტის დირექტორის არჩევა უზრუნველყოს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.