,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
310.050.020.47.052.011.565
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 06/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

 310.050.020.47.052.011.565

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №23

2008 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებით (სსმ III, 05.11.2007წ., №155, მუხ. 1727) დამტკიცებულ „აეროდრომების სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერტიფიკატი უვადოა, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით“.

3. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო და უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრები. ადმინისტრაციის უფლებამოსილება. პასუხისმგებლობა“.

4. VII თავს დაემატოს 361 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 361. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო რეესტრი

1. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული აეროდრომი, სერტიფიკატის გაცემისთანავე, რეგისტრირდება „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში“ (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი), რომელსაც აწარმოებს ადმინისტრაცია.

2. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე გაიცემა ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრული ფორმის „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“, რომლის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების რიგით ნომერს.

3. სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალს, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №7-ით.

4. „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ არის მხოლოდ მისი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი და არ წარმოადგენს აეროდრომის საკუთრების ან სხვა უფლების მიმნიჭებელ საბუთს.

5. სახელმწიფო რეესტრში და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატში“ ცვლილება ხორციელდება აეროდრომის მფლობელის განცხადების და/ან ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წესით, და იმ შემთხვევაში, თუ იცვლება სახელმწიფო რეესტრით და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატით“ განსაზღვრული რომელიმე მონაცემი.

6. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომი ამოიღება სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.

7. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ კარგავს იურიდიულ ძალას, ხოლო აეროდრომის მფლობელი – აეროდრომის ექსპლუატაციის უფლებას“.

5. წესის დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ხელოვნური საფარის ტიპს და მის ამტანუნარიანობას, „საჰაერო ხომალდების და საფარის კლასიფიკაციური რიცხვის (ACN – PCN) მეთოდიკის“ მიხედვით.“.

6. წესის დანართ №4-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. წესს დაემატოს დანართი №6 და დანართი №7 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ი. თაქთაქიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

nimuSi

 

 

 

 

 


გამცემი ორგანოს დასახელება

აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი №000000

 

    ამ სერტიფიკატის მფლობელი, ჩიკაგოს 1944წ. კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის

 შესაბამისად,   უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატაცია,

სერტიფიკატში მითითებული პირობებითა და შეზღუდვებით:

 

აეროდრომის დასახელება:      --------------------------------------------

ადგილმდებარეობა:              --------------------------------------------

აეროდრომის მფლობელი:       --------------------------------------------

სერტიფიკატის მფლობელი:                   --------------------------------------------

აეროდრომის კოდური აღნიშვნა               --------------------------------------------

ikao-s (ICAO) კოდი                        --------------------------------------------

iata-s  (IATA) კოდი                         --------------------------------------------            

სახელმწიფო რეგისტრაციი ს ნომერი:         ------------------------------------------

სერტიფიკატის გაცემის თარიღი:                ---------- წ. ---  ------------------------ 

            

საექსპლუატაციო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 საექსპლუატაციო შეზღუდვები: ------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------

 

უფლებამოსილი პირი:                     -----------------------------------  

                                  ხელმოწერა

                         

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №6

 

 

 

გამცემი ორგანოს დასახელება

 

სარეგისტრაციო სერტიფიკატი №

 

 

1. აეროდრომის დასახელება ------------------------------------------------------------------

 

2. აეროდრომის მფლობელი ------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

3. აეროდრომის ადგილმდებარეობა ---------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

4. აეროდრომის საერთაშორისო ინდექსი (იკაო-ს კოდი)  -------------------------------

 

5. აეროდრომის იატა-ს კოდი    --------------------------------------------------------------

 

6. აეროდრომის კოდური აღნიშვნა ---------------------------------------------------------

 

7. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზომები და საფარის ტიპი ------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

 

       ამით დასტურდება, რომ აეროდრომი რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო

       აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში.

 

 

გაცემის თარიღი ------------------------------------------------------------

 

 უფლებამოსილი პირი   ------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №7

აეროდრომებისსახელმწიფორეესტრი

რიგითი

№

 

 

აეროდრომის დასახელება

 

 

აეროდრომის კოდური

ნიშანი

 

აეროდრომის

ადგილმდებარეობა და საკონტროლო წერტილი

აეროდრომის

მფლობელი

 

 

სარეგისტრაციო სერტიფიკატის გაცემის თარიღი

 

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2008.
როდის იქნა მიღებული „,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 28.02.2008. მიმღები ორგანო — ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 310.050.020.47.052.011.565.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება „,,აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 1 ნოემბრის №128 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №23, 28.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.020.47.052.011.565 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76498/