„გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 04.03.2008
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №247
სარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.011.568
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 05/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 10.09.2020
დოკუმენტის ტექსტი
„გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.011.568
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №247
2008 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გამცემლიძე
დებულება
გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. დებულების მიზანი
წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები.
მუხლი 2🔗. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები
1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებანი უნდა ხდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება.
მუხლი 3🔗. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით
1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას (შემდგომში – სამინისტრო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში – ინსპექცია), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექციას. გარემოდან ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, სამსახური ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ადგენს შესაბამის აქტს ცხოველის განადგურების თაობაზე.
3. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება სამინისტროს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებაში რეგულირების ღონისძიებათა აუცილებლობის თაობაზე მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
5. სამინისტრო განცხადების განხილვის შემდეგ ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც საკითხის შესწავლის შემდეგ ამზადებენ დასკვნას რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის და ხერხების შესახებ, რეგულირებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობისა და რაოდენობის ჩვენებით. სამინისტრო დასკვნის განხილვის საფუძველზე გამოსცემს მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ რეგულირების ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სამინისტროს შორის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით, რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება ინსპექციის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე.
7. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.
8. სათანადო კვლევებზე დაყრდნობით სამინისტრომ შესაძლოა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გარეული ცხოველების რეგულირების განხორციელების თაობაზე.
მუხლი 4🔗. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით
1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის ან შინაური და გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის არსებობის და გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფუძველია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი განცხადება, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარუდგენს სამინისტროს.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
4. სამინისტრო განცხადების განხილვის შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას რეგულირების ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.
მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.