1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – ინსტიტუტი „ ოპტიკა“ (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო, საექსპერტო და სამეწარმეო საქმიანობას.

2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ინსტიტუტი შექმნილია „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ ოპტიკის“ ბაზაზე.

4. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

5. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებ