„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.43.048.011.573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 07/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

                                                                    სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  130.060.000.43.048.011.573

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №10

2008 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულების მე-15 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანების (სსმ III, 23.08.2007, №119, მუხ.1306) მე-8 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ბარათებით უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი