,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №193
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №55, მუხლი 639) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს („სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
1. სააგენტომ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება დროებითი განთავსების ადგილებზე დევნილი პირებისათვის.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (“სადაზღვევო ვაუჩერის დარიგების გეგმა-გრაფიკი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შესაბამისად“) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“10. შიდა ქართლი
ა) სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება – 1 ოქტომბერი – 1 დეკემბერი;
ბ) სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი – 2 დეკემბერი – 16 დეკემბერი;
გ) №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვადა – 17 დეკემბერი – 25 დეკემბერი;
დ) მოსარგებლეების პროპორციული განაწილების ვადა – 26 დეკემბერი – 30 დეკემბერი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
- „,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 24.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 290.160.000.10.003.001.138.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““, №193, 24.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.001.138 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7660/