,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 17.03.2008
ძალის დაკარგვა 18.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.601
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 17/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.06.2000
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.601
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №60
2008 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 სექტემბრის №1553 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
ვ) დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) წინადადებათა შემუშავება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ;
თ) დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადების მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ;
კ) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართალთან, აგრეთვე ევროპის სამართალთან;
ლ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება;
მ) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანოთა სხდომებზე განსახილველ დოკუმენტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
ნ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება;
ო) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ბ) მოამზადოს დასკვნები საერთაშორისო ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნებთან;
დ) მიიღოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს/უცხო სახელმწიფოს თხოვნა თანამშრომლობის/სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ და უზრუნველყოს მათთვის თხოვნის შესრულების შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ე) შეიმუშავოს წინადადება პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის/უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ;
ვ) წარუდგინოს მინისტრს წინადადებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი თხოვნის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;
ზ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე უცხო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებისაგან;
თ) განახორციელოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო.
მუხლი 9🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების შემუშავებას საერთაშორისო სამართალთან, აგრეთვე ევროპულ სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას;
გ) „ბავშვთა მოტაცებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესრულების კოორდინაციასა და თანამშრომლობის ორგანიზაციას;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადების კოორდინირებას;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;
ვ) სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფას უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის ორგანიზებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაციას და წარმომადგენლობის განხორციელების ორგანიზებას;
ი) წინადადების მომზადებას პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ;
კ) წინადადების მომზადებას საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებათა დადების თაობაზე;
ლ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობების დამყარებას და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენტური ორგანოებისა და უცხო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებისაგან;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
ბ) დასკვნის პროექტის მომზადებას საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
გ) წინადადებების მომზადებას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში მონაწილეობის შესახებ;
დ) სამართლებრივი დასკვნის მომზადებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანოთა სხდომებზე განსახილველ დოკუმენტებზე;
ე) დასკვნის მომზადებას საერთაშორისო ხელშეკრულებათა მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ვ) წინადადების პროექტების მომზადებას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ანგარიშს წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
კ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 15🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.