,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2008 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 14.03.2008
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №70/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.011.612
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 19/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა |
| 2 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა |
| 3 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა |
| 4 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა |
| 1.1 | შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 1.2 | ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი |
| 1.3 | პროგრამის მონიტორინგის კომპონენტი |
| 2.1 | სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი |
| 2.2 | შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 2.3 | სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი |
| 3.1. | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის კომპონენტი |
| 4.1 | შშმპ-თა და ხანდაზმულთა გადასაადგილებელი საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები) უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 4.2 | სმენადაქვეითებულ პირთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 4.3 | შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 4.4 | აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი |
დოკუმენტის ტექსტი
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2008 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPChveulebrivi;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.8pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 49.5pt 49.5pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.011.612
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №70/ნ
2008 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2008 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2, მე-9, მე-11 პუნქტებისა და „
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №
249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „
ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის“ 2008 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. გიორგობიანი
დანართი 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
თავი I
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗. პროგრამის აქტუალობა
საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში _ შშმ პირთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. როდესაც საუბარია შშმ პირებისათვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგში დგება შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, განათლების, ინფორმირებულობის, სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, თავისუფალი გადაადგილებისა და ორიენტაციის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით,
შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ხანდაზმულებსა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ოთხი ქვეპროგრამისაგან შედგება და არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში მიზნად ისახავს „
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1995 წლის 14 ივნისის №
756-IIს საქართველოს კანონისა და „
ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესების“ თაობაზე გაეროს 1993 წლის 20 დეკემბრის №
48/96 რეზოლუციის, ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კატეგორიის ადამიანებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ მოთხოვნათა ცხოვრებაში გატარებას.
მუხლი 3🔗. პროგრამის ამოცანები
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური მომსახურება, რაც მოიცავს ამ კონტინგენტის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების, დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების მომსახურებით, ფსიქოსომატური და საკურორტო რეაბილიტაციით, საპროთეზო-ორთოპედიული და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას.
მუხლი 4🔗. პროგრამის ღონისძიებები
პროგრამის ღონისძიებებია: შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირთა დღის ცენტრისა და სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების (სადღეღამისო დაწესებულება, სადაც გარემო მიახლოებულია ოჯახურთან და შშმ პირები თანაცხოვრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან) მომსახურებით, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფ შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური პატრონაჟით (საკურორტო რეაბილიტაციის ჩათვლით) უზრუნველყოფა, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, საპროთეზო-ორთოპედიული და დამხმარე საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები) უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. პროგრამის დაფინანსება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. 2008 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 237 300 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
ბიუჯეტი (ლარებში)
4 237 300
1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა
1 359 000
1.1
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1 309 000
1.2
ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი
20 000
1.3
პროგრამის მონიტორინგის კომპონენტი
30 000
2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა
1 003 640
2.1
სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი
762 240
2.2
შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
185 400
2.3
სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი
56 000
3
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
720 000
3.1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის კომპონენტი
720 000
4
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1 154 660
4.1
შშმპ-თა და ხანდაზმულთა გადასაადგილებელი საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები) უზრუნველყოფის კომპონენტი
317 000
4.2
სმენადაქვეითებულ პირთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი
512 000
4.3
შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
246 910
4.4
აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი
78 750
მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირები
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია);
ბ) მიმწოდებელი.
მუხლი 7🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
პროგრამის კომპონენტების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით,
შემსყიდველი ორგანი
ზაციის მიერ კომპონენტების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით.
მუხლი 8🔗. სამიზნე ჯგუფი
1. საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მათ შორის, პირები, რომლებსაც არ დაუდგინდათ შესაბამისი სტატუსი, მაგრამ მათთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №
64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №
IV-50/2-ში მითითებული იქნება დამხმარე საშუალების საჭიროება), ყრუ და სმენადაქვეითებული პირები (მათ შორის, ბავშვები), ხანდაზმულები, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები პირები. ამასთან, ზოგიერთი კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით, თანაბარ პირობებში მყოფ ბენეფიციართაგან დაკმაყოფილდება „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს (შემდეგი თანა
მიმდევრობით):
ა) შშმ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები (მათ შორის, ბავშვები);
ბ) ხანდაზმულები.
2. ამ პროგრამის ბენეფიციარი პროგრამით გათვალისწინებულ სარგებელს იღებს სახელმწიფო კომპენსაციის სახით.
მუხლი 9🔗. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული კომპონენტისთვის ინდივიდუალურია და ქვემოთ არის წარმოდგენილი.
მუხლი 11🔗. პროგრამის შედეგები
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა შშმ პირთა, სმენადაქვეითებულ ბავშვთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალურ რეაბილიტაციას, გარემოში ადაპტაციის უნარის განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
თავი II
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა
მუხლი 12🔗. შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმრავლესობა ფაქტობრივად, მოწყვეტილია საზოგადოებრივ ცხოვრებას, არასათანადო განათლება და პროფესიული უნარ-
ჩვევების დეფიციტი კი მათ არაკონკურენტუნარიანს ხდის დასაქმების სფეროში. ეს ადამიანები გარკვეულ წილად უფუნქციოები, სოციუმისგან იზოლირებულები და მომვლელებზე მიჯაჭვულები არიან. ოჯახურ გარემოში მცხოვრებ შშმ ბავშვებს და სრულწლოვან პირებს არა აქვთ სწავლის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის საშუალება, რაც ხელს უშლის მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთან, შშმ პირთა, მათ შორის, ბავშვთა მომვლელები (მშობლები და ნათესავები), მათი მოვლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ განვითარებასა და მატერიალურ მდგომარეობაზე.
2. კომპონენტის მიზანია შშმ პირთა ინდივიდუალური განვითარებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.
3. კომპონენტის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფა.
4. შშმ პირებისათვის გაწეული მომსახურება უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებათა სხვადასხვა კომბინაციას:
ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა;
ბ) ყოველდღიური მომსახურება (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების უზრუნველყოფა;
დ) საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-
ჩვევების განვითარება;
ე) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა როგორც ცენტრებში, ისე, ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათ გარეთაც;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა.
5. კომპონენტის დაფინანსება ხდება შემდეგნაირად:
ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 1 309 000 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე კომპონენტით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო აუცილებელი პაკეტი უნდა მოიცავდეს ბენეფიციართა კვებით, ტრანსპორტით ან მგზავრობისათვის საჭირო თანხით, სწავლებითა და მოვლით უზრუნველყოფას.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახურ გარემოში მცხოვრები შშმ პირები, კერძოდ, 530-მდე ბენეფიციარი.
7. კომპონენტის შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით;
ბ) გაწეული მომსახურების ხარისხით ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების დონის მიხედვით;
გ) პროგრამიდან ბენეფიციართა გამოთიშვის სიხშირისა და მიზეზების გაანალიზების გზით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად შშმ პირებს გამოუმუშავდებათ საყოფაცხოვრებო, შრომითი და სოციალური უნარ-ჩვევები, საშუალება ექნებათ განავითარონ გარემოში ადაპტაციის მექანიზმები და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, რაც გახდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი გარანტი.
მუხლი 13🔗. ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყრუ-მუნჯები აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია ინფორმაციის სიმწირისა და შეზღუდული კომუნიკაციის არსებობით. აღნიშნული პრობლემები იწვევს მათ იზოლაციას და ვერ ხორციელდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. დღეისათვის სურდო-
თარჯიმნების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მწირია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში.
2. კომპონენტის მიზანია ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. კომპონენტის ამოცანაა ყრუ-მუნჯთა სურდო-
თარჯიმნების სერვისით უზრუნველყოფა.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) არსებული სურდო-
თარჯიმნების შერჩევას;
ბ) საქართველოს ყველა რეგიონის მინიმუმ 1 თარჯიმნით უზრუნველყოფას.
5. კომპონენტის დაფინანსება ხდება შემდეგნაირად:
ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ თარჯიმანზე გათვლილი თანხა თვეში არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ყრუ-მუნჯი პირები.
7. კომპონენტის შეფასება მოხდება საქართველოს თითოეულ რეგიონში სურდო-
თარჯიმნების მომსახურებით უზრუნველყოფილი ყრუ-მუნჯების რაოდენობის მიხედვით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება ყრუ-მუნჯი პირებისათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
მუხლი 14🔗. პროგრამის მონიტორინგის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არ განხორციელებულა პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულების მონიტორინგი და შეფასება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ. პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შემუშავება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, რაც გაზრდის პროგრამის გამჭვირვალობას და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობას.
2. კომპონენტის მიზანია პროგრამის ეფექტურობის ამაღლება.
3. კომპონენტის ამოცანაა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის ზრდა.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) თითოეული ქვეკომპონენტის შესრულების მონიტორინგს;
ბ) მონიტორინგის შედეგების შეფასებას;
გ) თითოეული ქვეკომპონენტის ანალიზს;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას პროგრამის ეფექტურობის ზრდის მიზნით.
5. კომპონენტის დაფინანსება ხდება შემდეგნაირად:
ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 30 000 ლარი;
ბ) ამ კომპონენტის მიმწოდებელი და ამ პროგრამის სხვა მიმწოდებელი არ უნდა იყვნენ ერთი და იგივე ან ურთიერთდამოკიდებული პირები.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ამ პროგრამის სხვა კომპონენტების შემსყიდველი ორგანიზაცია, მიმწოდებლები და ბენეფიციარები.
7. კომპონენტის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება რეკომენდაციების გათვალისწინება და გაიზრდება პროგრამის ეფექტურობა.
თავი III
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა
მუხლი 15🔗. სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არსებულ შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გარკვეული რაოდენობა ავადმყოფობის, მომვლელის არარსებობის, უსახსრობის, მძიმე ოჯახური პირობების და სხვა გარემოებების გამო საჭიროებს სახელმწიფო პატრონაჟს. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი შშმ პირებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ,
ბავშვებისთვის უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, მოვლა-პატრონობა, კვება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურება და სხვა გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილება.
2. კომპონენტის მიზანია შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურების სხვადასხვა სახეებით უზრუნველყოფა.
3. კომპონენტის ამოცანებია შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო პირობებით, კვებით, მოვლა-
პატრონობით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებით, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას;
ბ) 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფას;
გ) არანაკლებ სამჯერადი კვებით უზრუნველყოფას;
დ) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლებისა და ხარის
ხიანი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას;
ე) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ვ) ბენეფიციართა შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფას ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათ შორის, სპეციალიზებული დაწესებულების გარეთაც.
5. კომპონენტის დაფინანსება ხდება შემდეგნაირად:
ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 762 240 ლარი;
ბ) თითოეულ ბენეფიციარზე გათვლილი თანხის სადღეღამისო ოდენობა შეადგენს 10 ლარს.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შშმ პირები და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, კერძოდ:
ა) ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები –105-მდე;
ბ) 0-7 წლამდე შშმპ და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები – 45-მდე;
გ) შშმ ბავშვები – 28-მდე;
დ) ბავშვთა ინსტიტუციებში 18 წელს ზემოთ ასაკის პირები – 72-მდე.
7. კომპონენტის შეფასება მოხდება ბენეფიციართა მოვლა-პატრონობის ხარისხის მაჩვნებლის გაუმჯობესებით წინა წელთან მიმართებაში.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა.
მუხლი 16🔗. შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის არ არსებობს საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რის გამოც ისინი იძულებული არიან დარჩნენ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში, სადაც მათი შემდგომი განვითარებისათვის შესაფერისი პირობები არ არის. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს აღნიშნული კონტინგენტის ისეთ ალტერნატიული ტიპის დაწესებულებებში მოთავსება, სადაც შშმ პირს საშუალება ექნება შედარებით დამოუკიდებლად იცხოვროს და მოხდეს მისი ინტეგრირება საზოგადოებაში.
2. კომპონენტის მიზანია შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი ბენეფიციარებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა და ფსიქოსოციალური და შრომითი რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
3. კომპონენტის ამოცანაა შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი ბენეფიციარების შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფა.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შედგენას და განხორციელებას;
ბ) საცხოვრებლით, მოვლით და 3-ჯერადი კვებით უზრუნველყოფას;
გ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას;
დ) პირადი ჰიგიენისა და ინდივიდუალური მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას;
ე) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
5. კომპონენტის დაფინანსება ხდება შემდეგნაირად:
ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 185 400 ლარი;
ბ) ერთ ბენეფიციარზე კომპონენტით გათვალისწინებული სადღეღამისო ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი პირები, ასევე ის პირები, რომლებიც შშმ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებიდან გაყვანილ იქნენ სათემო ორგანიზაციებში (60-მდე ბენეფიციარი).
7. კომპონენტის შეფასება მოხდება დეინსტიტუციონალიზაციის მაჩვენებლით წინა წელთან შედარებით და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულწლოვან ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება და მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 17🔗. სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები მუდმივად იმყოფებიან ე.წ. „
ჩაკეტილ გარემოში“. აღნიშნული ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყველა მომსახურებას ღებულობენ ერთ შენობაში, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ქმნის ასევე მათი საზოგადოებისგან იზოლაციის წინაპირობას. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შესაძლებელია ბენეფიციარების სპეციალიზებული დაწესებულებებიდან დროებითი
გამოყვანისა და მათი საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე დასვენების უზრუნველყოფით.
2. კომპონენტის მიზანია სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების საკურორტო რეაბილიტაცია.
3. კომპონენტის ამოცანაა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტზე.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასვენებას საქართველოს სხვადასხვა კურორტზე არანაკლებ 14 დღის მანძილზე;
ბ) სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციართა სამჯერად კვებას, მოვლას, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ადგილს, საჭიროების შემთხვევაში,
– ფსიქოლოგიურ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით უზრუნველყოფას, ხოლო სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომუშავე ბენეფიციართა მომვლელების – სამჯერადი კვებით, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილითა და,
საჭიროების შემთხვევაში,
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას;
გ) ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 56 000 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხა მოიცავს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციართა მომვლელებისათვის შრომის ანაზღაურებას, მათი სახელფასო განაკვეთების შესაბამისად.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები 100-მდე ბენეფიციარი.
7. კომპონენტის შესრულების ვადა არის 2008 წლის 1 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე.
8. კომპონენტის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა;
ბ) გაწეული მომსახურების მრავალფეროვნება.
9. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფ შშმ პირთა, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ემოციური ფონის გაუმჯობესება.
თავი IV
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
მუხლი 18🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ნერვული სისტემის ისეთი დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევებში, როგორებიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთების პირველადი დაზიანება, ცენტრალური ნერვული სისტემის (შემდგომში – ცნს) ანთებითი და ვასკულარული დაავადებების ნარჩენი მოვლენები, მხა
რისა და მხა
რის სარტყლის ნერვების დაზიანება, პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამგვარი საჭიროების მქონე შშმ ბავშვების ნაწილს არ გააჩნია რეაბილიტაციისათვის საჭირო ფინანსური სახსრები და, შესაბამისად, ეს მომსახურება მათთვის ხელმიუწვდომელია.
2. კომპონენტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია.
3. კომპონენტის ამოცანებია შშმ ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას;
ბ) შშმ ბავშვთა შემდეგი დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობას და რეაბილიტაციას:
ბ.ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა;
ბ.ბ) კუნთების პირველადი დაზიანება;
ბ.გ) ცნს-ის ანთებითი დაავადებების ნარჩენი მოვლენები;
ბ.დ) ცნს-ის ცერებროვასკულარული დაავადებების ნარჩენი მოვლენები;
ბ.ე) ეპილეფსია;
ბ.ვ) მხა
რისა და მხა
რის სარტყლის ნერვების დაზიანება.
გ) მომსახურების განხორციელებას მინიმუმ 2 რეგიონში.
5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 720 000 ლარი.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების მქონე შშმ ბავშვები.
7. კომპონენტის შეფასება მოხდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობრივი მაჩვენებლის თანაფარდობით პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებთან და მათი მომსახურების ხარისხით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია, რაც მენტალური და მოტორული ფუნქციის განვითარებისა და/ან გაუმჯობესების ხარჯზე აამაღლებს მათი ცხოვრების ხარისხს.
თავი V
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 19🔗. შშმ პირთა და ხანდაზმულთა გადასაადგილებელი საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები) უზრუნველყოფის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ პირები, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, დგანან ისეთი კონკრეტული პრობლემების წინაშე, როგორებიცაა: სოციალური ურთიერთობების გაძნელება, პირადი საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა და სხვა, რის შედეგადაც ისინი ნაკლებად დაცულნი და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას მოკლებულები არიან. პრობლემათა ნაწილობრივი მოგვარებისთვის ბენეფიციარები საჭიროებენ ხარისხიანი სავარძელ-
ეტლებით, ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, ხელჯოხებით და უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფას. აღნიშნული გადასაადგილებელი საშუალებები ესაჭიროებათ ასევე ხანდაზმულ (საპენსიო ასაკს მიღწეული) პირებს.
2. კომპონენტის მიზანია ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
3. კომპონენტის ამოცანებია ხარისხიანი სავარძელ-ეტლების, ყავარჯნების, ხელჯოხ-ყავარჯნების და ხელჯოხების (მათ შორის, უსინათლოთა) შეძენა და გაცემა.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ხარისხიანი სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების, უსინათლოთა ხელჯოხების, ყავარჯნებისა და ხელჯოხ-ყავარჯნების შეძენას;
ბ) სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების, უსინათლოთა ხელჯოხების, ყავარჯნებისა და ხელჯოხ-ყავარჯნების ამ პროგრამის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემას, მათ შორის სავარძელ-ეტლების ბინაზე მიტანას;
გ) გადასაადგილებელი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
დ) ყველა ტიპის დამხმარე საშუალებების უფასო მომსახურებას საგარანტიო ვადის გასვლამდე.
5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 317 000 ლარი.
შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
317 000
სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა
297 000
ხელჯოხებით (მათ შორის, უსინათლოთა) უზრუნველყოფა
6000
ყავარჯნებით (მათ შორის, ხელჯოხ-ყავარჯნებით) უზრუნველყოფა
14 000
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების, უსინათლოთა ხელჯოხების, ყავარჯნებისა და ხელჯოხ-ყავარჯნების საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის პირები, რომლებსაც არ დაუდგინდათ შესაბამისი სტატუსი, მაგრამ წარმოადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №
64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №
IV-50/2-ს, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების საჭიროება) და ხანდაზმულები.
7. კომპონენტის შეფასება მოხდება გაწეული მომსახურების ხარისხის, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების, აგრეთვე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების დონის მიხედვით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება ბენეფიციართა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რაც მათ სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
მუხლი 20🔗. სმენადაქვეითებულ პირთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სმენადაქვეითებული პირები აწყდებიან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს და უჭირთ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირება. ამასთან, სმენადაქვეითებული ბავშვები იმყოფებიან მეტყველების განუვითარებლობის საფრთხის ქვეშ, რაც უკავშირდება ზოგადად მათი ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებას. ხსენებული პრობლემების მოგვარებისათვის სმენადაქვეითებული პირები საჭიროებენ სმენის აპარატებით უზრუნველყოფას, რითაც მოხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. კომპონენტის მიზანია სმენადაქვეითებული პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
3. კომპონენტის ამოცანებია სმენადაქვეითებულ პირთათვის ხარისხიანი სმენის აპარატების შეძენა, მორგება, გაცემა და მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) სმენადაქვეითებული პირებისთვის ხარისხიანი სმენის აპარატების შეძენას;
ბ) სმენის აპარატების მორგებას
და ამ პროგრამის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემას;
გ) სმენადაქვეითებული პირებისთვის სმენის აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
დ) სმენადაქვეითებული პირებისთვის სმენის აპარატების უფასო მომსახურებას
საგარანტიო ვადის გასვლამდე.
5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 512 000 ლარი.
6. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული პირები.
7. კომპონენტის შეფასება მოხდება გაწეული მომსახურების ხარისხის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების, აგრეთვე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების დონის მიხედვით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება სმენადაქვეითებულ პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
მუხლი 21🔗. შშმ პირთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ საპროთეზო-ორთოპედიულ საშუალებებს, დგანან ისეთი კონკრეტული პრობლემების წინაშე, როგორებიცაა: დამოუკიდებლად გადაადგილების შეზღუდვა, სოციალური ურთიერთობების გაძნელება, სიძნელეები ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას, რის გამოც ისინი ნაკლებად დაცულნი და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას მოკლებულები არიან.
2. კომპონენტის მიზანია ბენეფიციარების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
3. კომპონენტის ამოცანაა ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების დამზადება და მათი მორგება-გამოყენების უზრუნველყოფა.
4. კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შესყიდვა და ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს შემდგომ ღონისძიებებს:
ა) წვივის და ბარძაყის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევას, დამზადებას, მორგებას და შეკეთებას;
ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში მექანიკური, კოსმეტიკური და მუშა ტიპის პროთეზის შერჩევას, დამზადებას, მორგებას და შეკეთებას;
გ) ტუტორების, კორსეტების, რთული ორთოპედიული ფეხსაცმლის, მაკორეგირებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების შერჩევას, დამზადებას, მორგებას და შეკეთებას;
დ) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სასწავლო ღონისძიებების ჩატარებას ბენეფიციართათვის ნაწარმის უსაფრთხო ექსპლუატაციის, აგრეთვე საექსპლუატაციო ვადის მაქსიმალური გახანგრძლივების მიზნით;
ე) ყველა ტიპის პროთეზის ფუნქციონირების უფასო უზრუნველყოფას საგარანტიო ვადის გასვლამდე;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური კონსულტაციების გამართვას;
ზ) ბენეფიციარისათვის საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შესყიდვა და შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ პროგრამის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
5. კომპონენტის დაფინანსება ხდება შემდეგნაირად:
ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 246 910 ლარი;
ბ) კომპონენტი თითოეული ბენეფიციარისთვის ითვალისწინებს საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმით უზრუნველყოფას არა უმეტს 1500 ლარის დაფინანსებით;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის და „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. დაფინანსება იქნება 100%, თუ მოთხოვნილი:
გ.ა) იდაყვს ქვედა პროტეზის ღირებულება არ აღემატება 2 240 ლარს;
გ.ბ) იდაყვს ზედა პროთეზის ღირებულება არ აღემატება 3 533 ლარს;
გ.გ) მუხლს ზედა პროთეზის ღირებულება არ აღემატება 3 845 ლარს;
გ.დ) მუხლს ქვედა პროთეზის ღირებულება არ აღემატება 2 192 ლარს.
დ) დაფინანსების ამ პუნქტით განსაზღვრული პირობა ერთი ბენეფიციარისთვის რამდენიმე ან სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების შემთხვევაში გავრცელდება მათგან მხოლოდ ერთზე, ბენეფიციარის სურვილისდა მიხედვით.
6. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის ბავშვები).
7. კომპონენტის შეფასება მოხდება გაწეული მომსახურების ხარისხის, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების, აგრეთვე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების დონის მიხედვით.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები და ტერფის აკომოდაციური და ფუნქციონალური ორთეზების (სუპინატორი) საჭიროების მქონე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ხარისხიანი საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების უკეთეს პირობებს შეუქმნის.
მუხლი 22🔗. აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. კომპონენტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი ბავშვები იმყოფებიან მეტყველების, შესაბამისად, გონებრივი განვითარების დაბრკოლების, ინფორმაციის არასაკმარისად და არასრულყოფილად მიღების, აქედან გამომდინარე კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის შეფერხების, მისგან იზოლირების საფრთხის ქვეშ.
2. კომპონენტის მიზანია აბსოლუტური სიყრუის მქონე ბავშვთა ზოგადი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. კომპონენტის ამოცანაა აბსოლუტური სიყრუის მქონე ბავშვთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს კოხლეარული იმპლანტის სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით შეძენას, მათი ამ პროგრამის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემას.
5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 78 750 ლარი.
6. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს აბსოლუტური სიყრუის მქონე 5 წლამდე ბავშვები.
7. კომპონენტის შეფასების კრიტერიუმებია შეძენილი კოხლეარული იმპლანტის ტექნიკური მახასიათებლები.
8. კომპონენტის განხორციელების შედეგად არსებული კომპონენტის ფარგლებში მოხდება ყრუ-მუნჯი ბავშვებისა და სრული სიყრუით დაავადებული მეტყველი პირების სმენის კორექციისათვის საჭირო კოხლეარული აპარატების თანადაფინანსებით შეძენა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული კონტინგენტის გონებრივი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.
მუხლი 23🔗. შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
1. დამხმარე საშუალებების (სავარძელ-
ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები (მათ შორის, უსინათლოთა), საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები, სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები) შესყიდვა განხორციელდება „
სახელმწიფი შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებზე განაწილების მიზნით, მოქალაქეთა მიერ დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებებს განიხილავს და მათ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს კომისია, რომელიც იქმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
3. კომისიის საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება ამ მუხლით და მისი შექმნის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
4. დამხმარე საშუალებების მიღების მიზნით მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა განცხადებით (დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის ზუსტი მითითებით) უნდა მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ა.ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი –დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ა.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №
64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №
IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების (სავარძელ-ეტლის) საჭიროება;
ა.დ) „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ბ) ხელჯოხის (მათ შორის, უსინათლოთა) ან ყავარჯნის (მათ შორის, ხელჯოხ-ყავარჯნის) მოთხოვნის შემთხვევაში:
ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი _ დაბადების მოწმობის ასლი;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პენსიის მიმღები კატეგორიის (ასაკით პენსიონერი და შშმ პირი) დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ.გ) „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გ) სმენის აპარატის და კოხლეარული იმპლანტის მოთხოვნის შემთხვევაში:
გ.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;
გ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №
64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №
IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების (სმენის აპარატის ან კოხლეარული იმპლანტის) საჭიროება;
გ.დ) „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დ) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მოთხოვნის შემთხვევაში:
დ.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;
დ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
დ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №
64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №
IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება.
დ.დ) „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალების გაცემა იმ პირებზე, რომლებმაც მიიღეს „
შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის“ 2007 წლის სახელმწიფო პროგრამის „
შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი იგივე საშუალებები, მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
6. ერთი ბენეფიციარის მიერ რამდენიმე ან სხვადასხვა დამხმარე საშუალების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა მათგან მხოლოდ ერთი, ბენეფიციარის სურვილისდა მიხედვით.
7. შემსყიდველი ორგანიზაცია კომისიის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამატებით მიუთითებს დამხმარე საშუალებების გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტებს.
8. თუ განმცხადებელი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს დამხმარე საშუალებების გამცემ ორგანიზაციას, კომისიის გადაწყვეტილება ამ განმცხადებლის მიმართ ითვლება გაუქმებულად და მასზე გასაცემი დამხმარე საშუალება განაწილებულ იქნება სხვა ბენეფიციარზე. ეს წესი არ ვრცელდება სავარძელ-ეტლის მიღების მსურველ ბენეფიციარებზე, რომელთაც გაცემის უზრუნველმყოფი ორგანიზაცია მოემსახურება ბინაზე.
9. დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლებით ისარგებლებენ პირები, რომელთა განცხადებებიც დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ სხვა პირთა განცხადებებზე ადრეა შემოსული, მათგან:
ა) I რიგში:
18 წლამდე ასაკის შშმ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები;
ბ) II რიგში:
შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვთ უვადოდ;
გ) III რიგში:
ასაკით პენსიის მიმღები, ასევე შესაძლებლობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები.
10. ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილი დამხმარე საშუალებებით პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან პირები, რომელთაც დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ განაცხადეს 2008 წლის 1-ლ იანვრამდე, ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
11. იმ პირებს შორის, რომელთა განცხადებებიც დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ შემოსულია 2008 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ისინი, რომელთა განცხადებებიც სხვების განცხადებებზე ადრეა შემოსული და არიან „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. ამ შემთხვევაში მათზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
12. ამ მუხლით დადგენილი წესი არ მიიღება მხედველობაში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრებ ბენეფიციარებზე დამხმარე საშუალებების გაცემისას. ამ შემთხვევაში აღნიშნული კონტინგენტი რიგგარეშე დაკმაყოფილდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისადმი მიმართვის (სავარძელ-
ეტლისა და სმენის აპარატის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ერთოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №
64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №
IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალებათა საჭიროების შესახებ) საფუძველზე.
13. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
14. დამხმარე საშუალებების გაცემას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.