⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2011)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.03.2008
ძალის დაკარგვა 01.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/53
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.011.624
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 20/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,565 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2008 მიღება
01.04.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.011.624 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/53 2008 წლის 18 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება –ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და იუსუფ კობალაძის სახელობის კულტურის კოლეჯის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ: 1. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და იუსუფ კობალაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი“. 2. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის“ თანდართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. ვაჩეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. 2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. კოლეჯი შექმნილია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და იუსუფ კობალაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. 4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. კოლეჯი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 6. კოლეჯის იურიდიული მისამართია – ქ. ბათუმი. ტაბიძის ქ. №11.     მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები კოლეჯის მიზნებია: ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) მოამზადოს მხატვრები, შემსრულებლები, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები, თვითმოქმედი თეატრალური, ქორეოგრაფიული, საგუნდო კოლექტივების ხელმძღვანელები, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტები.        მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი პროგრამების საფუძველზე. 2. კოლეჯში სწავლის უფლებით სარგებლობენ სრული ზოგადი განათლების მქონე პირები. 3. კოლეჯში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. 4. კოლეჯის მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი. 5. კოლეჯში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით). 6. კოლეჯის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.     მუხლი 4🔗. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა 1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია ადმინისტრაცია, ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები. 2. კოლეჯს მართავენ ადმინისტრაცია (რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს კოლეჯის სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს კოლეჯში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 8. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარი; 9. კოლეჯის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს კოლეჯის საერთო და სასწავლო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს კოლეჯის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს კოლეჯის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების კოლეჯში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – არსებული დაფინანსების ფარგლებში ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტიცებს კოლეჯის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; თ) ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები; 10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზების უნარი. 11. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 12. კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება.     მუხლი 5🔗. კოლეჯის პეგდაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ ხალხური საკრავების, ხალხური ქორეოგრაფიის პედაგოგთა და კონცერტმაისტერთათვის. 2. კოლეჯის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს რეჟისორი, ქორეოგრაფი, ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და კოლეჯის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. კოლეჯის პედაგოგის, კონცერტმაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. 4. კოლეჯი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 5. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. კოლეჯს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.