„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.632
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №147
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ლ)“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებას დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„21.სახმელეთო ჯარების, მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისა და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით.
22. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას იმ პირებს, რომლებიც ნებაყოფლობით აიღებენ ვალდებულებას გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური კანონით გათვალისწინებულ ვადაზე დამატებით და რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, ეძლევათ ყოველთვიური ფულადი სარგო არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით.“.
3. ბრძანებას დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„91. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მისაღები რეზერვის რიგითები, კაპრალები, აგრეთვე წვევამდელები 18 წლის ასაკიდან, შერჩევა-რეკრუტირების პერიოდში განთავსდებიან ყაზარმებში და შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსის ბრძანებით დგებიან სასურსათო კმაყოფაზე. აღნიშნული კატეგორიის პირებზე, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემთხვევაში, პირველი თვის ხელფასთან ერთად, გაიცემა ხელფასი რეკრუტირების პერიოდისათვის.“.
4. ბრძანების 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„45. თუ ამ ბრძანების მე-2, 21, 22, მე-3, მე-16, მე-20, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება შეიძლება დელეგირებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №11 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
დანართი №10
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
| სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება | |
| 1 | სპეციალური დანიშნულების რაზმი |
| 2 | სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი |
| 3 | საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი |
| 4 | საავტომობილო ქვედანაყოფი |
| სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები | |
| 5 | ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი |
| 6 | ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეული |
| 7 | I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 8 | მე-2 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 9 | მე-3 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 10 | მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 11 | მე-5 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |