,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 25.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №7/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.638
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 27/03/2008
matsne.gov.ge 302 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.638 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №7/2008 2008 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-14, 14​1 და მე-15 პუნქ­ტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლი­ტი­კური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტ­რალურ საარჩევნო კომისიაში (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში) წინასწარ წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებისათვის რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით. მუხლი 2🔗. წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში გაზეთებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გარდა პოლიტიკური პარტიების გაზეთებისა, იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარ წარმოადგინონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება ყოველკვირეულად, არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით. მუხლი 3🔗. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                      ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                                 გ. მჭედლიძე