,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.825
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 128, 13/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილე­ბების გამო, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 2004 წლის 13 თე­ბერ­ვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ“ პუნ­ქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონი­ლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 2004 წ., №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს­თან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კობა აბულაძე – საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავ­მჯდომარე

დავით ლომიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლევან რაზმაძე – სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენ­ტოს“ თავმჯდომარე

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი წერეთელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკუ­რენციის სააგენტოს უფ­რო­სი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი