„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.651
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №154
2008 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. სახმელეთო ჯარებისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იმყოფებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილის გარეთ, სპეციალური დავალების შესასრულებლად და რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 500 ლარის ოდენობით.“
2. ბრძანების 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,45. თუ ამ ბრძანების მე-2, 21, 22, მე-3, 31, მე-16, მე-20, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და, შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება შეიძლება დელეგირებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.“
მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №154. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.22.026.011.651.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №154, 25.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.651 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76870/