,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№155
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.011.652
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 47, 28/03/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.652

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №155

2008 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს 401 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„401. სადღესასწაულო ან შეიარაღებული ძალებისათვის ღირშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით, მე-40 პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ წევრს და/ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს), საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.“.

 2. ბრძანების 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ ბრძანების მე-40, 401 და 41-ე პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილი (შვილები), ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში – მშობლები და სრულწლოვანი შვილი (შვილები). თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების დახმარებას, მათი სახელით, იღებს შვილების კანონიერი წარმომადგენელი.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 14 მარტიდან.

დ. კეზერაშვილი