„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 27.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №393
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.654
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 01/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2008 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| № | ძირითადი ფონდების დასახელება |
| ბუღალ ტრული ცვეთის % | ფაქტ ობრივად მდგომარეობა |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | მივიღეთ ლიკვიდაციით |
| საბუთების დასახელება | დანახარჯის სტატი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
@font-face {font-family:Academic;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"Academic","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.654
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №393
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ
„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 23 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. დამტკიცდეს ძირითად საშუალებათა ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტები (დანართი №1, №2) და აქტი ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის შესახებ (დანართი №3).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში (მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის წესს.
2. ჩამოწერას ექვემდებარება გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული შემდეგი ქონება:
ა) შენობა-ნაგებობები: ადმინისტრაციული, საყაზარმო, საძინებელი, სასწავლო, სასადილო, შტაბი, კლუბი, სამკურნალო, ავტოფარეხი, საწყობი და სხვა ტიპის ნაგებობები;
ბ) სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, არასამხედრო დანიშნულების ბორბლებიანი მანქანები და მათი ტექნიკური მომსახურების მოძრავი საშუალებები);
გ) გამომთვლელი ტექნიკა: ციფრული გამომთვლელი მანქანები და კომპლექსები, პერფორაციული და კლავიშებიანი გამომთვლელი მანქანები;
დ) მართვის საშუალებების კომპლექსები: მოძრავი ელექტრონული გამომთვლელი მანქანები; მათი მათემატიკური უზრუნველყოფის საშუალებები, ინფორმაციის შეყვანის, გადაცემის, გამოყვანის, გამოსახვის და შენახვის საშუალებები, პერსონალური და პორტატული კომპიუტერები და ფაქსები;
ე) უზრუნველყოფის საშუალებები: კავშირგაბმულობის საშუალებები და სახელოსნოების სააპარატოები, კვების წყაროები, დამმუხტი და გამმართველი საშუალებები, ასლგადამღები აპარატები, პრინტერები, ტელევიზორები, კონდეციონერები და სხვა სპეციალური აღჭურვილობა;
ვ) უზრუნველყოფის ქონება: ყველა სახის საწვავისა და საპოხი მასალების გამართვის, გადატუმბვის, ტრანსპორტირების, შენახვის, გაწმენდის, შეთბობისა და ხარისხის კონტროლის საშუალებები, საკვების მომზადებისა და ტრანსპორტირების, წყლის გათბობის ტექნიკური საშუალებები; სანივთე ქონება, სანივთე ქონების სარემონტო მოძრავი საშუალებები და კომპლექტები; საკერავი მანქანები, აბანო-სამრეცხაოები და ქიმწმენდის ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოფის ტექნიკის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების საშუალებები, სამზარეულო ინვენტარი და ჭურჭელი; პირადი შემადგენლობის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სანივთე აღჭურვილობა;
ზ) საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები: წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, გაზიფიკაციის, განათების, ვენტილაციისა და სხვა ტიპის მოწყობილობები;
თ) სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ი) მიმოქცევიდან ამოღებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები.
3. ამ დებულების მიზნებისთვის, საბალანსო ერთეული არის სამინისტროს დამოუკიდებელი ბალანსის მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მუხლი 2🔗
1. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა–თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის საკითხებს იხილავს სამინისტროში შექმნილი საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია და გადაწყვეტილება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ.
2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ–თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ერთეულის ქონების ჩამოწერის საკითხებს განიხილავს სამინისტროს შესაბამის საბალანსო ერთეულში შექმნილი საინვენტარიზაციო კომისია და გადაწყვეტილება მტკიცდება საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელის მიერ.
3. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერისა და ჯართის სახით რეალიზაციას ახორციელებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შექმნილი საინვენტარიზაციო კომისია. ჯართის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები მოხმარდება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.
4. საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია იქმნება მინისტრის მიერ, ხოლო საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისიას ქმნის შესაბამისი საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელი.
5. ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების რაოდენობის, ფიზიკური და საბუღალტრო ღირებულების დადგენის მიზნით სამინისტროში და სამინისტროს საბალანსო ერთეულებში იქმნება ექსპერტთა საბჭო. სამინისტროში ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი, ხოლო საბალანსო ერთეულში – საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 3🔗
1. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი, ასევე დაკარგული მატერიალური საშუალებების ჩამოწერის თაობაზე სამინისტროს მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას წარდგინებით მიმართავს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ხოლო დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ერთეულის ქონების ჩამოწერის თაობაზე – შესაბამისი საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელი.
2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ–თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ერთეულის გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი, ასევე დაკარგული მატერიალური საშუალებების ჩამოწერის თაობაზე საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელს წარდგინებით მიმართავს შესაბამისი საბალანსო ერთეულის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
3. წარდგინება მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერაზე დგება წერილობითი ფორმით, ჩამოწერის მიზეზებისა და ჩამოწერის შემდეგ მათი გამოყენების წინადადებათა მოკლე ახსნა-განმარტებით.
მუხლი 4🔗
საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) შეისწავლის ამორტიზებული, გამოუყენებელი, დაკარგული ან განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ნაკეთობის ტექნიკური პასპორტით, ფორმულარით, ქარხანა-დამამზადებლის ინფორმაციითა და სხვა საცნობარო მასალის საფუძველზე, მასალების ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის ცვლილებების გათვალისწინებით ასაბუთებს მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენების მიზანშეუწონლობას და, შესაბამისად, მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას. ძირითად საშუალებათა ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტს ამზადებს ექსპერ
ტთა საბჭო (დანართი №1, №2), რის შემდეგაც საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) ადგენს აქტს ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის შესახებ (დანართი №3).
მუხლი 5🔗
1. გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი მატერიალური საშუალებების ჩამოწერა ხორციელდება, როცა:
ა) გასულია მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენილი ვადები, თუ მათი გამოყენება საშიშია მომხმარებლისთვის ან ოპერაციების წარმოებისას;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობის გამო არ შეიძლება გარემონტდეს (აღდგეს) და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ;
გ) უვადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მისულია გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში, თუ შეუძლებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის აღდგენა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.
2. მატერიალური საშუალებებისათვის დაწესებული ტექნიკური რესურსის გასვლა არ შეიძლება იყოს ჩამოწერის საფუძველი, თუ მატერიალური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობით ან რემონტის შემდეგ ვარგისია დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენებისათვის.
3. მატერიალური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და სალიკვიდაციო აქტების შედგენა წარმოებს იმ თანამდებობის პირთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩამოსაწერი ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე, აღრიცხვიანობასა და დაცვაზე.
4. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები, რომლებიც აწერენ ხელს სალიკვიდაციო აქტს, აგრეთვე პირი, რომელიც ამტკიცებს აქტს, პასუხისმგებელია სალიკვიდაციო აქტში ჩამოსაწერი მატერიალური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სიზუსტით ასახვაზე.
მუხლი 6🔗
1. გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის შემდგომ მათი დაშლა ხორციელდება სამინისტროს ან საბალანსო ერთეულის საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ.
2. ექსპერტთა საბჭო აფასებს ბალანსიდან ჩამოწერილი ქონების დაშლის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს, განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
3. დაშლილი მატერიალური საშუალებების შემდგომი გამოყენების ან დასაწყობების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ან ქვედანაყოფის უფროსის წარდგინების საფუძველზე,
საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
4. ჩამოწერილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაშლის შედეგად მიღებული მასალები და სხვა ვარგისი ქონება შემოსავალში აიღება შესაბამისი აქტით, რომელიც მტკიცდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
5. სამინისტროს საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია საბალანსო ერთეულის ქონების ჩამოწერის შესახებ ცნობის სახით წარუდგენს ინფორმაციას სამინისტროს საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედ კომისიას, რის შემდეგაც ჩამოწერილი ქონების განადგურება, ჰუმანიტარული სახით გაცემა ან ჯართის სახით რეალიზება ხდება სამინისტროს მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით.
6. სამინისტრო (საბალანსო ერთეული) ქონების ჩამოწერის შესახებ ცნობის სახით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
დანართი №1
ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა)
ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
200 წლის --------------- მდგომარეობით
----------------------------------------------------------------------------------------------------
სამინისტროს ექსპერტთა საბჭო
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუა
ტაციაში შესვლის
წელი
ექსპლუა
ტაციაში ყოფნის
ვადა
ღირებუ
ლება
ლარებში 1998 წლის
1 იანვრის მდგომა
რეობით
საამორ
ტიზაციო ანარიცხის ნორმა
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი
ღირებულება
ლარებში
ბუღალ
ტრული
ცვეთის %
ფაქტ
ობრივად მდგომარეობა
ლარებში
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
ექსპერტთა საბჭოს წევრები: 1.
2.
3.
დანართი №2
ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა)
ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
200 წლის ---------------- მდგომარეობით
----------------------------------------------------------------------------------------------------
სამინისტროს ექსპერტთა საბჭო, საბალანსო ერთეულის ექსპერტთა საბჭო
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუა
ტაციაში შესვლის
წელი
ექსპლუა
ტაციაში ყოფნის
ვადა
ღირებულება
ლარებში
1998 წლის
1 იანვრის მდგომა
რეობით
საამორ
ტიზაციო ანარიცხის ნორმა
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი
ღირებუ
ლება
ლარებში
ბუღალ
ტრული
ცვეთის %
ფაქტ
ობრივად მდგომარეობა
ლარებში
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
ექსპერტთა საბჭოს წევრები: 1.
2.
3.
დანართი №3
ა ქ ტ ი
ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის შესახებ --------------------
----------------
ხელმძღვანელის ხელმოწერა
-------------------------------- 200- წ
№
ძირითადი
ფონდების
დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის
წელი
ღირებულება
ლარებში
ცვეთა
ლარებში
ნარჩენი
ღირებულება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
კომისიის შემადგენლობა:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------
დანიშნულია ბრძანებით ---------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------
200 წ. -----------------თვე №-------------------- საფუძვლით -----------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------
დაათვალიერა ---------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტის დასახელება)
და აღმოაჩინა, რომ იგი ლიკვიდირებულ უნდა იქნეს (და დაშლილ იქნეს) შედეგის საფუძველზე:
1.
დამზადება ან აშენების წელი-----------------------------
-------------------------------------
2.
მიღებულ იქნა ---------------------------------------
--------------------------------------------
3.
ექსპლუატაციაში შესულია---------------------------------------------
------------------------
4.
საწყისი საბალანსო ღირებულება--------------------------------------
------------------------
5.
ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზები -----------------------------------
------------
--------------------------------------------------------------------------------------
------
---
-------------------
----------------------------------------------------------------------------------
--------------------------------
------------------------------------------------------------------------
კომისიის დასკვნა:----------------------------------------------------------------------------------
------------
---------------------------
კომისიის წევრების ხელმოწერა: 1. ხელმძღვანელის ხელმოწერა
2. ბ.ა.
3.
4.
5.
ობიექტის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
მივიღეთ ლიკვიდაციით
საბუთების
დასახელება
დანახარჯის
სტატი
თანხა
საბუთების
დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა
შესატანი თანხა-------------------------------- ლარი --------------------
ლიკვიდაციის შედეგი -----------------------------------------------------------------------------
------------
-----------------------------------------------------------
---------------------------------
„-----“ --------------------- 200 წ.
მთავარი ბუღალტერი ---------------------------------------------
(ხელმოწერა)
ხელმძღვანელის ხელმოწერა
ბ.ა.