„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№314
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.22.033.011.674
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 31/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.011.674

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №314

2008 წლის 28 მარტი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დანართი №1-ის 12.1, 12.2 და 12.3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

 საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

 იურიდიული დეპარტამენტი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 მინისტრის აპარატი

 საბიუჯეტო დეპარტამენტი

 საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი

 ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი

 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

 საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

12.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 სამსახურის უფროსის აპარატი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 იურიდიული დეპარტამენტი

 მომსახურების დეპარტამენტი

 მეთოდოლოგიის დეპარტამენტი

 საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი

 სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერიზის დეპარტამენტი

 ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი

12.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის

 ტერიტორიული ორგანოები

დასახელება –––––––––––––––––––––––––

 მომსახურების სამმართველო;

 გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

 იურიდიული სამმართველო (იურიდიულ საკითხთა სამმართველო);

 საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო;

 ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველო;

 ადმინისტრაცია;

 საგადასახადო შემოწმებების სამმართველო;

 საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი

 ადმინისტრაცია;

 განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო;

 თბილისის მთავარი სამმართველო;

 ქვემო ქართლის სამმართველო;

 კახეთის სამმართველო;

 მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

 შიდა ქართლის სამმართველო;

 სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;

 იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო;

 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;

 აჭარის სამმართველო.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი

 ადმინისტრაცია;

 ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

 აღმოსავლეთის მთავარი სამმართველო;

 დასავლეთის მთავარი სამმართველო;

 ე) კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო.

2. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული 12.3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

3. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 12.3 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 7 აპრილიდან.

ნ. გილაური