⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2010)
გაუქმებულია:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 28.03.2008
ძალაში შესვლა 07.04.2008
ძალის დაკარგვა 01.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.677
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 31/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,680 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2008 მიღება
07.04.2008 ძალაში შესვლა
01.04.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:50.45pt 81.1pt 28.9pt 81.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.677 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №317 2008 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი. 2. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულება“. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 7 აპრილიდან. ნ. გილაური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სისტემაში შემავალი განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა/საგადასახადო აგენტთა ან სხვა ვალდებულ პირთა მიმართ საგადასახადო კონტროლს და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. 4. დეპარტამენტს აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი. 5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის ასიგნებების ფარგლებში. 6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №30.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან 1. დეპარტამენტი თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად, საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და კანონმდებლობის შესაბამისად იღებს საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებულ მათთან არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას. 2. დეპარტამენტს უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია რისკის კრიტერიუმებისა და გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავება, გადასახადის გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელ გასვლით გეგმურ საგადასახადო შემოწმებებზე გეგმის დამტკიცების ორგანიზება და მისი შესრულება, საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა, საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩატარება, ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილებების მიღება, კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების კოორდინაცია მათ მიერ საგადასახადო შემოწმებების ჩატარების კუთხით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას; გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე; დ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ; ე) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე; ვ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო: გ) აღმოსავლეთის მთავარი სამმართველო; დ) დასავლეთის მთავარი სამმართველო; ე) კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები იყოფა შემდეგ სამმართველოებად: ა) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო: ა.ა) საკონტროლო შემოწმებების სამმართველო; ა.ბ) ცენტრალური სამმართველო; ბ) აღმოსავლეთის მთავარი სამმართველო: ბ.ა) თელავის სამმართველო; ბ.ბ) რუსთავის სამმართველო; ბ.გ) გორის სამმართველო; ბ.დ) ახალციხის სამმართველო; გ) დასავლეთის მთავარი სამმართველო: გ.ა) ქუთაისის სამმართველო; გ.ბ) ფოთის სამმართველო; გ.გ) ბათუმის სამმართველო; გ.დ) გურიის სამმართველო; დ) კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო: დ.ა) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების კონტროლის სამმართველო; დ.ბ) ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველო; დ.გ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაცია ადმინისტრაცია: ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას; გ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას; დ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს; ე) უზრუნველყოფს შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოსათვის გადაგზავნას; ვ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს, რის შესახებაც დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას; ზ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას; თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს.     მუხლი 7🔗. ქ.თბილისის მთავარი სამმართველო ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) თბილისის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმების მიზნით: ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება; ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება; ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით კამერალური და გასვლითი (მათ შორის საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებების ჩატარება; ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა; ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა; ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმების შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა; გ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.     მუხლი 8🔗. აღმოსავლეთის მთავარი სამმართველო აღმოსავლეთის მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) თელავის, რუსთავის, გორის, ახალციხის და ცხინვალის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმების მიზნით: ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება; ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება; ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით კამერალური და გასვლითი (მათ შორის, საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებების ჩატარება; ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა; ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა; ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ოქმების შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა; გ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.     მუხლი 9🔗. დასავლეთის მთავარი სამმართველო დასავლეთის მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ბათუმის, ქუთაისის და ფოთის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში), ასევე გურიისა და აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმების მიზნით: ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება; ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება; ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით კამერალური და გასვლითი (მათ შორის, საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებების ჩატარება; ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა; ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა; ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ოქმების შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა; გ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.     მუხლი 10🔗. კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო 1. ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შერჩევითი განხილვა და ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ბ) საგადასახადო შემოწმებების განმახორციელებელ პირთათვის პრაქტიკული დახმარებებისა და კონსულტაციების გაწევა; გ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის შესახებ სტანდარტული პრინციპებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; დ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 2. ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შემოსავლების სამსახურიდან მიღებული რანჟირებული სიისა და მიღებული სხვა სათანადო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებებისთვის შერჩევის პრინციპების შემუშავება; ბ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; გ) საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა, საგადასახადო შემოწმებებისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების კოორდინაცია მათ მიერ საგადასახადო შემოწმებების ჩატარების კუთხით; ვ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 3. იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში მონაწილეობა; ბ) საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამართლის სათანადო ბრძანების მოპოვება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება; დ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.