„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.683
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №323
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო შემოწმებების ჩატარება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.“.
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საგადასახადო შემოწმებების სამმართველო;“.
გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ადმინისტრაცია;“.
დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველოდან ინფორმაციები კამერალური საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;“.
ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო
1. საგადასახადო შემოწმებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული კამერალური საგადასახადო შემოწმება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმებები;
გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში შეადგინოს საგადასახადო შემოწმების აქტები, შემოწმების აქტის საფუძველზე მოამზადოს განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტი და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს;
დ) საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს ინსპექციის უფროსისათვის სათანადო მასალების წარდგენა მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადასაცემად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი ოქმები და რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადასცეს იურიდიულ საკითხთა სამმართველოს;
ვ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;
ზ) წარუდგინოს ინსპექციის უფროსს დეპარტამენტში საგადასახადო შემოწმებების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია.
2. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.
ვ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია:
ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდეციების მოძრაობაზე;
ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
ზ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;
თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
კ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ უზრუნველყოს 2008 წლის 7 აპრილამდე დაწყებული საგადასახადო შემოწმებების დასრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
3. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
4. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის წლის 7 აპრილიდან.
ნ. გილაური