,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
მიღების თარიღი 03.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №15/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.717
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 04/04/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.717
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №15/2008
2008 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1298 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან/და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივ ორგანიზაციას, თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.
მუხლი 2🔗
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 762 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან/და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისაში, რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივ ორგანიზაციასა და ცესკოს.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე