,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 10.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №20/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.011.741
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 11/04/2008
matsne.gov.ge 174 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.011.741 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №20/2008 2008 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დღიდან ამ ბლოკში შემავალი სუბიექტები ვალდებულნი არიან შეაჩერონ თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდით. მუხლი 2🔗. საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც გაწევრიანებული არიან საარჩევნო ბლოკებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, თავიანთი საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიას ასევე წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა, მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების შესახებ. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                           ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                     გ. მჭედლიძე