,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.22.027.011.691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 31/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.011.691

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №88

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით (სსმ III, 13.07.2007 წ., №101, მუხ. 1109) დამტკიცებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი.

3. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

ბ) პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აკონტროლებს ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას;

დ) პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს;

ე) უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ვ) ასრულებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია