,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№79/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.070.010.22.035.011.692
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 01/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.011.692

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №79/ნ

2008 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 241) მეორე პუნქტით დამტკიცებულ სახელმწიფო კოპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნის და გაცემის წესში (დანართი №2) შეტანილ იქნეს დამატებები და 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით 2008 წლის 1 აპრილიდან ავტომატურად გადაუანგარიშდებათ იმ პენსიონერებს, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა (სპეციალური სტატუსის ან კატეგორიის მიუხედავად) და სახელმწიფო პენსიის ოდენობა ნაკლებია 70 ლარზე.

8. სახელმწიფო პენსიის მიმღებ სხვა პირებს, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით მიეცემათ საპენსიო ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი