,,აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
170.050.000.22.027.011.697
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 03/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.011.697

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №92

2008 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 735) დამტკიცებულ „აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ,,აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს

იუსტიციის მინისტრის 2008 წ. „ ____“

--------------- №----------- ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

საერთაშორისო კერძო სამართლიდ დეპარტამენტს

მოქალაქის ________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

I. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

 

ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი __________________________________

                                                                                        სახელი, გვარი

 

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

_____________________________________________________________________________

 

II. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

III. სალეგალიზაციო დოკუმენტი (დოკუმენტები, მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):

 

1) ______________________________________________________________________________

2) ______________________________________________________________________________

3) ______________________________________________________________________________

4) ______________________________________________________________________________

5) ______________________________________________________________________________

6) ______________________________________________________________________________

7) ______________________________________________________________________________

8) ______________________________________________________________________________

9) ______________________________________________________________________________

10) ______________________________________________________________________________

 

IV. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო

___________________________________________________________________________________

V. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

 

_____________________________________ ლარი

 

განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა         დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა

______________________________                     __________________________________________

                                                                                     (საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის

                                                                                                  ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს

                                                                                                                          უფლებამოსილი პირი)

 

 შემოტანის თარიღი

_____________________________                       ___________________________________

            რიცხვი/თვე/წელი                                                                       (გაცემის თარიღი)

                                                                     

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის                 აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის

            მიმღები პირი                                                         გამცემი პირი

_________________________________                          ___________________________________________

 

________________________________                        ___________________________________________

   (სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                              (საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის

                                                                                                            ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს

                                                                                                      უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

_____________________________                                  ______________________________“

 (რიცხვი, თვე, წელი)                                                                          (რიცხვი, თვე, წელი)

 

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო.

2. სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან, დოკუმენტის გაცემაზე/ხელმოწერაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის, ასევე, იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშები, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათ მიერ გაცემულ დოკუმენტზე მოაწოდონ საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტს. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია მაშინაც, როდესაც იცვლება დოკუმენტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი, ბეჭედი ან შტამპი.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს მრჩეველი და საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის სპეციალისტი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპოსტილის ბეჭედი, შტამპი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აპოსტილის შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია