,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №271
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.706
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 07/04/2008
matsne.gov.ge 2,159 სიტყვა · ~11 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.706 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №271 2008 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ  ბავშვთა  სახლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლი დაფუძნედეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლი (შემდგომში – სახლი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირი. 2. სახლი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე წესდებით. 3. სახლი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახლს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში, ემბლემა და ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სახლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის №9.     მუხლი 2🔗. სახლის  მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის პრინციპები 1. სახლის მიზნებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინსტიტუციონალური პატრონაჟის (მზრუნველობა, მოვლა-პატრონობა) ღონისძიებათა განხორციელება. 2. სახლის ფუნქციებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინსტიტუციონალური პატრონაჟი – მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, რეაბილიტაცია; ბ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ღონისძიებების გატარება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახური გარემოს მსგავსი პირობების შექმნა; დ) ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით შესაბამისი შრომითი ჩვევების შემუშავება; ე) სასწავლო პროცესის სრულყოფა მათი ასაკობრივი და გონებრივი განვითარების მდგომარეობის გათვალისწინებით; ვ) ინკლუზიური განათლების მიღებისათვის და განვითარების მისაღწევად შესაბამისი პროექტების შემუშავება და განხორციელება. 3. სახლი დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ანდა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად); ბ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას; გ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; დ) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.     მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება 1. სახლში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. 2. სახლში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) სახლში ბავშვის მიღების შესახებ დოკუმენტაციას, მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში განთავსების შესახებ; გ) სამედიცინო ბარათს; დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ფსიქო-ემოციურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ.: გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ.) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწინებით; ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ ან მზრუნველმა თუ მშობელმა.     მუხლი 4🔗. სახლში ჩასარიცხ პირთა წრე და მათი  განთავსების წესი  1. სახლში განთავსდება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი: ა) ობოლი; ბ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ- ქმედუნარიანად; გ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) რომლის მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ე) რომლის მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ჩამოერთვათ მშობლის უფლება ან ჩამოერთვათ ბავშვი მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე; ვ) რომლის მშობლები ვერ ახორციელებენ სრულყოფილად ბავშვის აღზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო; ზ) რომლის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მშობლები არ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილნი სასამართლოს მიერ. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის სახლში განთავსება და სახლიდან გაყვანა ან/და სხვა სახლში გადაყვანა დაუშვებელია. 3. ნაპოვნი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სახლში, სხვა აღსაზრდელებთან ერთად. 4. სახლში ბავშვები მიიღებიან: ა) სამედიცინო დაწესებულებებიდან; ბ) ოჯახებიდან; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. სახლში არ მიიღებიან ბავშვები: ა) მწვავე ინფექციური დაავადებით; ბ) ტუბერკულიოზის აქტიური ფორმით; გ) აქტიური სიფილისით; დ) კანის გადამდები დაავადებით; ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით; ვ) ცნს-ის მწვავე დაავადებით; ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას. 6. სახლიდან ბავშვი ამოირიცხება თუ: ა) იგი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში; ბ) იგი გადადის სხვა სახლში ან სხვა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში; გ) იგი შვილობილად და/ან შვილად იქნა აყვანილი; დ) მას დაენიშნა მეურვე ან მზრუნველი; ე) თუ ის აყენებს ზიანს სხვა აღსაზრდელებს და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს; ვ) თუ ის შეგნებულად და ხანგრძლივად არ ემორჩილება სახლის შინაგანაწესს. 7. ბავშვის სახლიდან გაყვანისას ან სხვა სახლში გადაყვანისას გაიცემა აღსაზრდელის პირადი საქმე: ა) დაბადების მოწმობა; ბ) ცნობა სახლში ყოფნის შესახებ; გ) სამედიცინო ბარათი; დ) ინფორმაცია მშობლების ან ახლო ნათესავების შესახებ; 8. ასევე მათი არსებობის შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტური მასალა: ა) პოლისი; ბ) საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ბავშვის უფლებას მემკვიდრეობაზე, ფულად სახსრებზე, საცხოვრებელ ფართზე, სადაც ცხოვრობდა ბავშვი ან მისი მშობელი; დ) ცნობა ალიმენტის. 9. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას, სახლი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან შესაბამის რესურსცენტრს.     მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები სახლის აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; ბ) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზედელის, დირექტორის, სახლის სხვა თანამშრომლის ან სახლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.     მუხლი 6🔗. სახლის მართვა სახლის მართვას ახორციელებს: ა) დირექცია; ბ) სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 7🔗. დირექცია       1. სახლის დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილის/მოადგილეების და ბუღალტერისაგან. 2. სახლს მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. დირექტორის დანიშვნა ხორციელდება სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატების სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე. 4. დირექტორის კანდიდატების ნუსხა, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ, აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, წარედგინება სახლის სამეთვალყურეო საბჭოს მათი სასურველი კანდიდატის შერჩევისათვის. 5. სამეთვალყურეო საბჭო შერჩეულ სასურველ კანდიდატს წარუდგენს მინისტრს, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორს. 6. დირექტორს ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს სახლის დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 8. სახლის დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.     მუხლი 8🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები 1. სახლის დირექტორი: ა) წარმართავს სახლის საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას; ბ) ზედამხედველობას ახორციელებს სახლის აღმზრდელობით და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს სახლის სახელით; დ) უზრუნველყოფს აღმზრდელებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სახლის ტექნიკურ თანამშრომლებთან; ე) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება აღმზრდელებთან, სხვა თანამშრომლებთნ, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისათვის; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს აღმზრდელთა, აღსაზრდელთა და სახლის სხვა თანამშრომელთა საჩივრებს; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს; თ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტს; ი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 2. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და სახლის ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; გ) უზრუნველყოს სააღმზრდელო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი; დ) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ. 3. დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და/ან მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი საქმიანობის გამოვლენისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სახლის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და მიმართოს სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.     მუხლი 9🔗. სამეთვალყურეო საბჭო   1. სახლში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სამინისტრო. 2. სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4-ისა და არა უმეტეს 6-ისა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ/დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) 1 წევრი – სამინისტროს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი; ბ) 1 წევრი – აღმზრდელთა წარმომადგენელი; გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 წევრი; დ) იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4-ზე მეტი წევრისაგან სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას შეავსებს სამინისტროს მიერ დანიშნული მეწარმეთა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელი/წარმომადგენლები. 5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ უბრალო უმრავლესობით აირჩევა. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხმა. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და სახლის დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს დახურული კენჭისყრით. 8. აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება აღმზრდელთა საბჭოს მიერ ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები სამეთვალყურეო საბჭო: ა) მოიზიდავს შემოსავლებს; ბ) აკონტროლებს სახლის შემოსავლების რაციონალურად განკარგვას; გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს სახლის სამოქმედო გეგმას; ე) ირჩევს დირექტორის კანდიდატურისაგან სასურველ კანდიდატურას და დასანიშნად წარადგენს სამინისტროში; ვ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს; ზ) ამტკიცებს სახლის საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს; თ) სახლის თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა კონკურსის წესს, ხოლო არსებული თანამშრომლების შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.     მუხლი 11🔗. აღმზრდელთა საბჭო და აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა სახლის სამეთვალყურეო საბჭოში 1. აღმზრდელთა საბჭო წარმოადგენს სახლის აღმზრდელთა გაერთიანებას, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სახლის დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი სახლის მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. აღმზრდელთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა საბჭოს თავმჯდომარეს და აღმზრდელთა წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აღმზრდელთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 12🔗. სახლის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება  1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სახლი სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სახლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს. სახლის წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 13🔗. სახლის დაფინანსება 1. სახლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სახლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. სახლის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სახლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სახლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.     მუხლი 14🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი   1. სახლის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სახლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. მისთვის გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს სახლი მესამე პირს გადასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. 5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სახლის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 15🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახლის წესდებას ამტკიცებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 16🔗. სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.