# ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი აღრიცხვის ჟურნალის, წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №2-49
- მიღების თარიღი: 31.03.2008
- კონსოლიდირებული რედაქცია: 18.06.2019
- სარეგისტრაციო კოდი: 020.080.160.22.032.011.713
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/77122
- წყარო: https://legali.ge/law/77122/

> ეს არის 18.06.2019 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1052 მუხლის, 1645 მუხლის პირველი ნაწილის, 2294 მუხლის, 239-ე მუხლის 39-ე ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი
“ (შემდგომში – სამტრესტი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (შემდგომში – ოქმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე

[https://legali.ge/law/77122/muxli-1/](https://legali.ge/law/77122/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ოქმების დამზადება, გაცემა და დაბრუნება

1. ოქმების დამზადებას „სამტრესტი
“ ახორციელებს დამოუკიდებლად, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. „სამტრესტის“ მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №
2

[https://legali.ge/law/77122/muxli-2/](https://legali.ge/law/77122/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ოქმების შენახვა

1. ოქმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ მოხელეებთან.

2. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან

[https://legali.ge/law/77122/muxli-3/](https://legali.ge/law/77122/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ოქმების შევსება და წარმოება

1. ოქმების შევსება ხდება „სამტრესტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში და წესით.
2. ოქმები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი.
3. ოქმები ივსება სამ (სასამართლოსათვის გადაცემის შემთხვევაში – ოთხ) ეგზემპლარად.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი წარმომადგენელი და სამართალდამრღვევი, რომლის ორი ეგზემპლარი რჩება ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტში“, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს (ოქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სასამართლოს).
5. ოქმების რეგისტრაცია ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2

[https://legali.ge/law/77122/muxli-4/](https://legali.ge/law/77122/muxli-4/)

---

## მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის დაზიანების გამო;

გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №4), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.
4. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი

[https://legali.ge/law/77122/muxli-5/](https://legali.ge/law/77122/muxli-5/)

---

## მუხლი 6. ოქმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლი

1. ოქმების აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი
“.

2. „სამტრესტი“ ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს ოქმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №4

ა ქ ტ ი
№

„___“  „___________“ 200  წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ

№

ოქმის ექსკლუზიური ნომერი

ოქმის ჩამოწერის მიზეზი

1

2

3

4

5

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების

ჩამოწერის სისწორეს.

ოქმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                           /-------------------------

[https://legali.ge/law/77122/muxli-6/](https://legali.ge/law/77122/muxli-6/)
