,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 03.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №14/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.716
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 04/04/2008
matsne.gov.ge 423 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.716 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №14/2008 2008 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ამტკიცებს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო. ვინაიდან 2008 წლის 21 მარტს საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის 21 პუნქტი: ,,საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის/არჩევნების შემაჯამებელ ოქმს“; ცვლილება იქნა შეტანილი ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში და საოლქო საარჩევნო კომისიას, ნაცვლად განკარგულებით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებისა, მიენიჭა უფლებამოსილება მხოლოდ ასეთი ოქმის შედგენისა, ასევე ამავე კოდექსის 771 მუხლის 23-ე პუნქტის ახალი რედაქციით, განსაზღვრულია სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრების წესი, რაც გამორიცხავს საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ შემაჯამებელი ოქმი, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 2008 წლის 21 მარტს განხორცილებული ცვლილებების შედეგად, აღარ საჭიროებს განკარგულებით დამტკიცებას არც საუბნო და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ, ასევე ამოღებულია საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებიდან ასეთი ოქმის დამტკიცების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემა, შეუძლებელი ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულება, შესაბამისად: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის; 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქ-ტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საოლქო საარჩევნო კომისია, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართვე­ლოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა და წესების დაცვით ნაცვლად დამტკიცებისა ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს. მუხლი 2🔗. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 771 მუხლის 23-ე პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღსანიშნი გრაფის ,,ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო“ ნაცვლად ოქმში აღინიშნოს ,,ოქმის შედგენის თარიღი და დრო“. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                       ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                                  გ. მჭედლიძე