,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 03.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №16/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.718
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 04/04/2008
matsne.gov.ge 163 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.718 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №16/2008 2008 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1298 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 ცესკო კენჭისყრის გარეშე ცნობად იღებს განკარგულებით საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში წარმომადგენლების დანიშვნას ან/და შეცვლას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 71-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. მუხლი 2🔗 საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში დანიშნული წარმომადგენლის უფლება­მო­სილება შეწყვეტილად ჩაითვლება გამოწვევის შესახებ ცესკოში შესაბამისი განცხადების წარდგენის მომენტიდან. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                                              გ. მჭედლიძე