,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
მიღების თარიღი 03.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №17/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.719
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 04/04/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.719
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №17/2008
2008 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. ცესკო კენჭისყრის გარეშე, განკარგულებით ცნობად იღებს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა გადადგომის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზის შემთხვევაში მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რის შემდგომაც პარტიას ეძლევა ახალი წევრის დანიშვნის უფლება.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე