,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 06.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №19/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.722
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 07/04/2008
matsne.gov.ge 346 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.722 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №19/2008 2008 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 98-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ​2“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია: „რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს“; ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა მაჟორიტარული კანდიდატები უნდა წარადგინოს საარჩევნო ოლქში. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 98-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ​2“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულება. შესაბამისად: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების; 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საოლქო საარჩევნო კომისია, ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადისა და მოთხოვნების დაცვით ატარებს რეგისტრაციაში არჩევნებში მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ, ამ ოლქში წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, ან ამავე პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებითა და ვადების დაცვით გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე და 77​1 მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიულ სიაში შეყვანილი მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში ცესკოში წარმოდგენის შემთხვევაში ცესკო ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია, მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მუხლი 3🔗 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის რეგისტრი-რებული მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში აძლევს სათანადო მოწმობას. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                          ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                     გ. მჭედლიძე