„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 04.04.2008
ძალის დაკარგვა 03.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/480
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.011.730
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 08/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.03.2017
დოკუმენტის ტექსტი
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.011.730
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/480
2008 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ თანდართული დებულება“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება
ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
ბ) აუქციონი – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გასამართი ღია ან დახურული აუქციონი;
გ) პრეტენდენტი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემომტანი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირი;
დ) კონკრეტული ფასი – პრეტენდენტის მიერ ზუსტად განსაზღვრული თანხის ოდენობა მასში გარკვეული ცვლადების მითითების გარეშე;
ე) A კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – დეტალურად დაძიებული, ასათვისებლად სრულყოფილად მომზადებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კოეფიციენტი შეადგენს 1-ს;
ვ) B კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობების ძირითადი მახასიათებლები შესწავლილია და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,95-ს;
ზ) C1
კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობები, ფორმა, აღნაგობა და ა.შ. განსაზღვრულია მიახლოებით და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,7-ს;
თ) C2
კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – წინასწარ შეფასებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კონტური პირობითად გადის გეოლოგიურად ხელსაყრელი სტრუქტურების ან სამთო ქანების კომპლექსების უბნებზე და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,6-ს;
ი) P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის პროგნოზული რესურსები დასაბუთებულობის დონის (P1
,P2
,P3
) მიხედვით.
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი და ლიცენზიის გამცემი ორგანოები
1. დებულება არეგულირებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.
2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი ორგანო) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი.
4. დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
თავი II. აუქციონის ჩატარების ორგანიზაციული ღონისძიებები და ლიცენზიის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი
მუხლი 3🔗. აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. აუქციონის გამართვის მიზანია:
ა) ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრედენდენტს, რომელიც რესურსით სარგებლობისათვის ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს;
ბ) დახურული აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს პრეტენდენტს, მათ მიერ შემოთავაზებული თანხის პროპორციულად.
2. აუქციონი ტარდება ღია წესით და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
3. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:
ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შენობაში;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე.
4. ლიცენზიის გამცემი ორგანო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) აუქციონის საწყის ფასს;
თ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობით განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სახის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს იგი;
ბ) განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) ბეს გადახდის ქვითარი;
დ) დამატებით წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დახურული აუქციონის შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს ღიად, ხოლო დალუქული კონვერტით წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული ფასი, რომელიც არ უნდა იყოს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლები.
8. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამინისტრო.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღეს და საათს. ამის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება.
2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღების ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო, პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. ღია აუქციონის შემთხვევაში, თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრეტენდენტი იღებს სპეციალურად აუქციონისათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ) ე.წ. „მონაწილეობის ბილეთს“, რის შემდეგაც იგი იძენს პრეტენდენტის სტატუსს.
4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ტოლია.
5. პრეტენდენტს ღია აუქციონში ვერგამარჯვების შემთხვევაში უბრუნდება გადახდილი ბე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ბეს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შემოთავაზებულ ფასში.
6. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) პრეტენდენტი ღია აუქციონზე არ გამოცხადდა;
ბ) დახურული აუქციონის შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში).
მუხლი 5🔗. უარი აუქციონში მონაწილეობაზე
აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება პრეტენდენტი, თუ:
ა) დაგვიანებით წარმოადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) მან წარადგინა წინასწარ ყალბი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია (მათ შორის, ქვითარი, რომელიც ადასტურებს მაძიებლის მიერ ბეს გადახდას);
გ) იგი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
მუხლი 6🔗. ლიცენზიის საწყისი ფასი
1.
სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც:
ა.ა) Y – სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასია;
ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის, მათ შორის A,B,C1
,C2
კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის ქვიშა-ხრეშისა და P კატეგორიის სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის მთლიანი მოცულობა (ტონა, მ3
გრამი ან სხვა); სადაც, A,B,C1
,C2
კატეგორიის სასარგებლო წიაღი-სეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) მოცულობა გამოიან-გარიშება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კატეგორიების შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლის ჯამით. ნებისმიერი (A,B,C1
,C2
,P) კატეგორიის ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში Q შეადგენს ქვიშა-ხრეშის მთლიან მოცულობას შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლების გარეშე, ხოლო P კატეგორიის სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის შემთხვევაში მტკნარი წყლის მთლიან მოცულობას.
ა.გ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში);
ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;
ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ვადა (წლებში);
ა.ვ) t – პერიოდები წლების მიხედვით.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასი, როგორც წესი, დგინდება შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირო-ბით აღნიშვნებს.
3. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ “სივრცული ინფორმაციის ცენტრში“, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგის (გარდა ქვიშა-ხრეშისა და სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო: Q1
–
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3
-ში განისაზღვრება 200 ერთეულით, ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
4. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 10 ლარის ოდენობით.
5. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება მინისტრის მიერ, ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად.
თავი III. აუქციონის ჩატარების პროცედურები
მუხლი 7🔗. ღია აუქციონის ჩატარების პროცედურა
1. ღია აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. ღია აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი (შემდგომში – მეაუქციონე).
3. პრეტენდენტი ღია აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარადგენს „მონაწილის ბილეთს“ და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
4. მეაუქციონე ადარებს გაცემული ნომრიანი დაფის რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, რამდენი პრეტენდენტი ესწრება ვაჭრობას.
5. ღია აუქციონზე გამოტანილი რესურსით ვაჭრობის დაწყებისას, მეაუქციონე საჯაროდ აცხადებს ღია აუქციონზე გამოტანილი რესურსის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, მის საწყის ფასს). ღია აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რესურსის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით.
6. პრეტენდენტი, რომელსაც სურს დაიწყოს ვაჭრობა, ზევით სწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს „მეაუქციონისათვის“ და ასახელებს თავის ფასს. თუ ამ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, „მეაუქციონე“ აფიქსირებს მას და სთხოვს პრეტენდენტებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე „პრეტენდენტი“ არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება „პრეტენდენტი“, რომლის შეთავაზებული ფასიც მისი სამჯერ გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდება ყველაზე მაღალ შეთავაზებულ ფასად.
7. სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%-ის ტოლია.
8. ბიჯი წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი. ფასის გაზრდა ბიჯის ოდენობაზე ნაკლები თანხის ოდენობით დაუშვებელია.
მუხლი 8🔗. დახურული აუქციონის ჩატარების წესი
1. დახურული აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. დახურულ აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.
3. სამინისტრო პრეტენდენტების წინადადებებს განიხილავს მათ მიერ შემოთავაზებული ფასიდან გამომდინარე.
4. სამინისტროს მიერ დადგენილ დღესა და საათზე სამინისტროს მიერ იხსნება კონვერტები.
5. პრეტენდენტებს და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ მხოლოდ კონვერტის გახსნას.
6. სამინისტრო იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი რესურსების დადგენილი კვოტის განაწილების შესახებ.
7. სამინისტრო გადაწყვეტილებას დახურული აუქციონის შედეგების თაობაზე, როგორც წესი, აცხადებს კონვერტის გახსნის დღეს. სამინისტროს უფლება აქვს აღნიშნული გამოაცხადოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
8. კვოტის განაწილება ხდება თითოეულ პრეტენდენტზე მათ მიერ შემოთავაზებული ფასების პრო-პორციულობით შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Vi
Yi
= ———————————— X Q
Vi
+V2
+…+Vn
სადაც:
ა.ა) Yi – ცალკეული პრეტენდენტის მიერ მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსის მოცულობა; (i=1, 2, 3 …n);
ა.ბ) Vi – ცალკეული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი;
ა.გ) n – პრეტენდენტების რაოდენობა;
ა.დ) Q – ბუნებრივი რესურსების მთლიანი მოცულობა.
9. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თანხა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლებია, მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
მუხლი 9🔗. აუქციონის ჩაშლა
1. ღია აუქციონი ცხადდება ჩაშლილად, თუ:
ა) ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
ბ) აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი პრეტენდენტი;
გ) არც ერთმა „პრეტენდენტმა“, რომელიც ესწრებოდა აუქციონს, საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღო;
დ) არ იქნა შემოთავაზებული საწყის ფასზე მაღალი ფასი;
ე) ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში);
ვ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2. დახურული აუქციონი ჩაშლილად ცხადდება, თუ:
ა) სამინისტროში არ იქნა წარმოდგენილი სააუქციონო მოთხოვნებით განსაზღვრული რაოდენობის განაცხადი აუქციონში მონაწლეობის მიღების თაობაზე;
ბ) თუ არც ერთი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 10🔗. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი
1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს:
ა) ღია აუქციონის შემთხვევაში გამარჯვებული, ხოლო დახურული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონში მონაწილე ყველა პირი;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი (ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი).
3. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს ერთმევა გამარჯვებულისა და მასზე გათვალისწინებული კვოტის მიღების სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი, აგრეთვე ის პრეტენდენტები, რომლებიც ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 11🔗. ანგარიშსწორების წესი
1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან, არა უგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შემოთავაზებულ ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის მიხედვით განისაზღვრება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:
ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 50 000-დან 150 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 45 დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 150 000-დან 300 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 300 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 5 000 000-დან 10 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვის ვადაში, კვარტალურად, უნ-და შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის საბოლოო/ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 10 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;
თ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 20 000 000 ლარზე მეტს, პრეტენდენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თანხის გადახდის გრაფიკს. მთავრობის მიერ ინფორმაციის მოწონების შემთხვევაში, მინისტრი ამტკიცებს თანხის გადახდის შესაბამის გრაფიკს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშსწორების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე.
4. პრეტენდენტი ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სამინისტროში წარმოადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
5. პრედენტენტის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო /შემოთავაზებული ფასის დაფარვამდე, მთლიან ლიცენზიის გასხვისების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა) თანხის გადახდის ვალდებულება გადადის ლიცენზიის მიმღებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების წესის გათვალისწინებით.
6. პრეტენდენტის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის დაფარვამდე, ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა), თანხის გადახდის ვალდებულება გადადის ლიცენზიის მიმღებზე (გარდა სამინისტროს მიერ კონკრეტული ობიექტის სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებული ლიცენზიის მიმღებებისას) მის მიერ მიღებული ლიცენზიის წილის პროპორციულად. პრეტენდენტისა და ლიცენზიის მიმღებისათვის ანგარიშს-წორების წესი განისაზღვრება მათ მიერ გადასახდელი თანხისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ანგარიშსწორების წესის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადასახდელი თანხა არ აღემატება 50 000 ლარს, პრეტენდენტი ან/და ლიცენზიის მიმღები ვალდებულნი არიან ლიცენზიის გადაცემამდე/მიღებამდე დაფარონ აღნიშნული თანხა.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ამოწურულია პროპორციულად გადასახდელი თანხის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გადახდის ვადა, პრეტენდენტი ან/და ლიცენზიის მიმღები ვალდებულნი არიან ლიცენზიის გადაცემამდე/მიღებამდე დაფარონ აღნიშნული თანხა.
9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თანხის გადახდის ვადა აითვლება აუქციონის ოქმის გაფორმებიდან.
10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ღია აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლება ექვემდებარება აუქციონის წესით გაცემას.
11. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია დახურული აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების გადანაწილება ხდება მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
12. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისათვის დადგენილი მოთხოვნები და პრო-ცედურები ასევე შესაბამისად გამოიყენება ლიცენზიის მიმღების მიერ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევებშიც.
13. ლიცენზიის გამცემი ყოველთვიურად მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ მუხლის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის შედეგად ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.