,,საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 აგვისტოს №112–ორგ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.011.731
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №26/22
2008 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 აგვისტოს №112-ორგ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 აგვისტოს №112-ორგ (სსმ III, 21.08.2007წ., №118, მუხ. 1296) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭოლაძე
დანართი №3
საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა
1. საქართველოს კონსტიტუცია
2. საქართველოს კანონი ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“
3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
4. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება (გადაცდომა).
ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი.
საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად.
სასაქონლო (მომსახურების) ან სხვა კომერციული აღნიშვნის ნიშნის უკანონო გამოყენების განმარტება და დადგენილი სახდელი.
სამეწარმეო საქმიანობის წესის და დარღვევის განმარტება და დადგენილი სახდელი.
განმარტება და დადგენილი სახდელი ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ან/და ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანებისთვის.
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ან მეთოდის არასწორად შერჩევა;
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა;
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების წესების დარღვევა;
სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა;
სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დადგენილი სახდელი;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები).
გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები.
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა.
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
8. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
9. საქართველოს კანონი ,,გრანტების შესახებ“
10. საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“
11. საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
12. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
13. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებები. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი; იურიდიული პირის ფილიალი; სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია; ხანდაზმულობის საერთო ვადა; ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი; მფლობელობის ცნება, სახეები; საკუთრების ცნება. საკუთრების უფლებების შინაარსი; საჯარო რეესტრის დანიშნულება; უძრავი ნივთის გასხვისების წესი; ქირავნობის ცნება; იჯარის ცნება; დაზღვევის ცნება; საბანკო მომსახურებისას საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები; იურიდიული პირის სასჯელის სახეები – ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმა, ქონების ჩამორთმევა; კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა; მიწასთან დაკავშირებული გარიგებების უკანონო რეგისტრაცია; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა; ცრუ მეწარმეობა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას; კრედიტის უკანონოდ მიღება; საბაჟო წესის დარღვევა; საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა; გადასახადისთვის თავის არიდება; სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა; ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; წყლით სარგებლობის წესის დარღვევა; წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა; საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე; სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა; სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა; ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
გამომძიებლის სტატუსი (დადგენილების სავალდებულობა); გამომძიებლის უფლებამოსილებანი; ექსპერტი; სპეციალისტი; სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი; საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და დამსწრის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები; მტკიცებულების ცნება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა პასუხისმგებლობა გამოუცხადებლობასა და თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმისათვის; ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი; სასამართლო ექსპერტიზის საპროცესო ფორმა; ექსპერტად დანიშნული პირი; ექსპერტიზის ობიექტი; ექსპერტიზის კომპეტენციის ფარგლები.
17. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“
18. საქართველოს კანონი ,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“
19. საქართველოს კანონი ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“
20. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“
21. საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
22. საქართველოს საბაჟო კოდექსი
საქართველოს საბაჟო პოლიტიკა, მისი მიზნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსი. საქართველოს საბაჟო ტერიტორია. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიები.
თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე მოქმედი საბაჟო რეჟიმები.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ან შეთანხმებები საბაჟო ურთიერთობათა სფეროში.
ურთიერთობათა დარეგულირება სხვა კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომლებიც საბაჟო კანონმდებლობის პრეროგატივას წარმოადგენს.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება.
საბაჟო გადასახდელები. პასუხისმგებლობა საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისათვის. საბაჟო გაფორმების ადგილი და დრო. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
დეკლარირების წესი საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას. საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენის ვადები. დეკლარანტი.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის გამოყენებული დეკლარაციის სახეები. საბანკო გარანტია და გირაო.
საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლი. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შენახვის ვადები. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფორმები. საბაჟო ორგანოების უფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, დანიშნონ ან ჩაატარონ იმ პირთა საქმიანობის შემოწმება, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობას.
საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადატანა ან გადმოტანა, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობის სხვა დარღვევები, მათი შედეგები. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა შემსწავლელი ორგანო. საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის კლასიფიცირება. საბაჟო ორგანოებისა და მათი სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა.
23. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო სისტემა; საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები; საწარმოები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები; გადასახადის გადამხდელები და საგადასახადო აგენტები; გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება; საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები; საგადასახადო ორგანოების უფლებები და ვალდებულებები; საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულების წესი; საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლა; ,,საგადასახადო მოთხოვნა“, ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ და მათი შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; გადასახადით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება; საგადასახადო კონტროლის ძირითადი დებულებები; მიმდინარე კონტროლის პროცედურები; გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები; საგადასახადო შემოწმება; საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი; საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა; საგადასახადო დავის განხილვის საერთო წესი; საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში; საგადასახადო დავის განხილვა სასამართლოს მიერ; საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი; სოციალური გადასახადი; ქონების გადასახადი; სათამაშო ბიზნესის გადასახადი.
24. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“
25. საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
26. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
27. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
28. საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“
29. საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
30. საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“
31. საქართველოს კანონი ,,შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“
32. საქართველოს კანონი ,,აუდიტორული საქმიანობის შესახებ“
33. ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში
ა) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 06.02.1998, №70 ბრძანებულება ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 31.12.1999, №328 ბრძანება ,,სალაროს მეურნეობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს პრეზიდენტის 20.04.2005, №231 ბრძანებულება ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2007, ბრძანება №1321 ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05.04.2005, ბრძანება №220 ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“.
34. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები (საერთაშორისო სტანდარტები)
ა) ბუღალტრული აღრიცხვის არსი, პრინციპები
სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი, მნიშვნელობა, სახეები.
ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები.
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებები – დარიცხვის მეთოდი, ფუნქციონირებადი საწარმო.
ბ) ფინანსური ანგარიშგება
ფინანსური ანგარიშგება, მისი არსი და მიზანი. ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებლები.
ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები, ფინანსური ინფორმაციის საიმედოობაზე მოქმედი ფაქტორები. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები, მათი აღიარება. ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მეთოდები. სააღრიცხვო ინფორმაციის განზოგადება. დარიცხვის მეთოდი, მისი მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის. კორექტირებები, მათი აუცილებლობა. ძირითადი მაკორექტირებელი გატარებები.
გ) ბალანსირების პრინციპები
ბალანსირების პრინციპები. საბალანსო ტოლობა.
ბუღალტრული ბალანსი, მისი არსი და ელემენტები. ბალანსის მუხლები, მათი დაჯგუფება. ლიკვიდურობა – ბალანსის მუხლების დაჯგუფების პრინციპი.
გრძელვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები აქტივად აღიარების კრიტერიუმი. გრძელვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები.
საკუთარი კაპიტალი, ბალანსში მისი ასახვის თავისებურებები.
ბალანსის მომზადების ფორმატი – ჰორიზონტალური (ორმხრივი) და ვერტიკალური (ცალმხრივი).
დ) ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები
ბუღალტრული ანგარიშები, მათი დანიშნულება და გამოყენების პრინციპები.
ანგარიშის დებეტი, კრედიტი, სალდო (ნაშთი). ორმაგი აღრიცხვის სისტემა. ანგარიშების კლასიფიკაცია.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, მისი შედგენის საფუძველი და რეგლამენტირება.
ბუღალტრული რეგისტრები: მთავარი ჟურნალი, მთავარი წიგნი (რეგისტრი) დამხმარე რეგისტრები. მათი წარმოების წესი.
საჟურნალო ჩანაწერი – ბუღალტრული გატარება (მუხლი).
სააღრიცხვო ციკლის ძირითადი ფაზები. საცდელი ბალანსის მომზადდება, ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) მომზადება.
ე) ფულადი საშუალებების აღრიცხვა
ფულადი საშუალებები და მათი ეკვივალენტები, შეფასება და აღიარება.
სალაროს ოპერაციების წარმოების წესი, მისი რეგლამენტირება. სალაროს ოპერციების დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები. ანგარიშსწორების ანგარიშის ოპერაციების დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვა. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვა.
ვ) ფულის ღირებულება დროში
ფულის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები – დრო (მიმდინარე, მომავალი) და საპროცენტო განაკვეთი. ზრდის კოეფიციენტი.
ფულის მომავალი ღირებულება, მისი გაანგარიშების წესი.
დისკონტირების განაკვეთი. ფულის მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულება, მისი გაანგარიშების წესი.
საპროცენტო თანხის გადახდა/მიღების წესი. ანუიტეტი, მისი პირობები. ანუიტეტის გადახდები, მისი მომავალი და მიმდინარე ღირებულება.
აქტივების და ვალდებულებების შეფასება, დისკონტირებული და არადისკონტირებული თანხები, მათი დამოკიდებულება საპროცენტო განაკვეთისა და დროის პერიოდის სიდიდეზე.
ზ) ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
ძირითადი საშუალებები, მათი კლასიფიკაცია და შეფასება. ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება (თვითღირებულება), მისი კომპონენტები. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება.
ძირითადი საშუალებების შეძენის (მიღების) აღრიცხვა, მისი მეთოდები.
ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, მათი აღრიცხვა. კაპიტალიზირებული და არაკაპიტალიზირებული ხარჯები.
ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის აღრიცხვა. ამორტიზაციის გაანგარიშების მეთოდები.
ძირითადი საშუალებების გადაფასების აღრიცხვა. გადაფასების რეზერვი, მისი შექმნისა და გამოყენების წესი. გადაფასებული აქტივების ცვეთის აღრიცხვა, მისი მეთოდები.
ძირითადი საშუალებების გასვლის, რეალიზაციის აღრიცხვა.
თ) იჯარის აღრიცხვა
იჯარის ცნება, მისი არსი. საიჯარო ურთიერთობების კლასიფიკაცია, მისი საფუძველი.
ფინანსური იჯარა, მისი არსი. ფინანსური იჯარის დამახასიათებელი პირობები.
ფინანსური იჯარის აღიარება და შეფასება მოიჯარის ბალანსში.
იჯარის ღირებულება, როგორც ინვესტიცია, მისი შემადგენლობა მოიჯარესა და მეიჯარისათვის.
ფინანსური იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან.
ჩვეულებრივი (ოპერაციული) იჯარა, მისი არსი. ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან.
ი) არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
არამატერიალური აქტივების არსი და სახეები.
არამატერიალური აქტივების შეძენის აღრიცხვა.
არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის აღრიცხვა, მისი თავისებურებები.
არამატერიალური აქტივების გაუფასურება, აქტივის არაამორტიზებული ნაწილის აღიარება და აღრიცხვა.
გუდვილი, მისი სიდიდე, წარმოშობისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მომენტი.
ჩვეული (დამახასიათებელი) და შეძენილი, დადებითი და უარყოფითი გუდვილი. გუდვილის გაანგარიშების მეთოდები. გუდვილის აღრიცხვა.
კ) ინვესტიციების აღრიცხვა
ინვესტიციები, მისი სახეები და შეფასება.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციების აღრიცხვა ინვესტორთან და გამყიდველთან.
პროცენტის გაანგარიშებისა და დარიცხვის მეთოდები. ნომინალური და საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. სხვაობა საბაზრო და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის: პრემიუმი (ფასნამატი), დისკონტი (ფასდაკლება), მათი ამორტიზაცის მეთოდი.
ინვესტიციების გადაფასება, მისი მეთოდები და აღრიცხვა.
ლ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) აღრიცხვა
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მათი კლასიფიკაცია და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასება. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის საბაზისო და ნებადართული ალტერნატული მეთოდები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვა მუდმივი და პერიოდული მეთოდით.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაფასება, მისი თავისებურებები და შედეგების აღრიცხვა.
მ) მოთხოვნების აღრიცხვა
მოთხოვნების წარმოშობის საფუძველი.
მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების აღრიცხვა.
თამასუქი, მისი გამოყენება მოთხოვნების აღრიცხვისას. თამასუქის ძირითადი თანხისა და მისაღები პროცენტების აღრიცხვა. პროცენტის გაანგარიშების მეთოდები.
სხვა მოთხოვნების აღრიცხვა: გაცემული ავანსების, საქვეანგარიშო თანხების, მისაღები დივიდენდების, მისაღები პროცენტების და სხვა მოთხოვნების აღრიცხვა.
საეჭვო და უიმედო ვალები, მათი თავისებურებები. უიმედო მოთხოვნების აღრიცხვა.
საეჭვო მოთხოვნების რეზერვი, მისი სახეები და განსაზღვრის ძირითადი მეთოდები. საეჭვო მოთხოვნების რეზერვის შექმნისა და გამოყენების აღრიცხვა.
საეჭვო და უიმედო მოთხოვნების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
ნ) ვალდებულებების აღრიცხვა
ვალდებულებების წარმოშობა და კლასიფიკაცია.
გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა.
მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებების აღრიცხვა. მოწოდებით და მომსახურებით წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა; ხელფასით ანგარიშსწორების აღრიცხვა; მიღებული ავანსების აღრიცხვა; გადასახდელი გადასახადების აღრიცხვა.
მოგების გადასახადის აღრიცხვა. განსხვავებები სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებას შორის, მისი მიზეზები, სახეები და აღრიცხვის წესი.
გადასახდელი დივიდენდებისა და გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა.
ო) საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
კაპიტალი – საწარმოს ფინანსირების წყარო. საკუთარი კაპიტალის სტრუქტურა. საწესდებო კაპიტალი, საემისიო კაპიტალი, სარეზერვო კაპიტალი, გაუნაწილებელი (რეინვესტირებული) მოგება.
სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალი, მისი აღრიცხვა. აქციების სახეები.
აქციების გამოშვების აღრიცხვა. ხელმოწერით აქციების გავრცელების აღრიცხვა. ოფციონით აქციების გამოშვების აღრიცხვა. საკუთარი აქციების გამოსყიდვისა და მეორადი გაყიდვის აღრიცხვა. გამოსყიდული აქციების გაუქმების აღრიცხვა. აქციების დანაწევრების აღრიცხვა. აქციების კონვერტირება, მისი აღრიცხვა.
გაუნაწილებელი მოგების აღრიცხვა.
რეზერვები, მათი შექმნისა და გამოყენების აღრიცხვა.
ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის შესახებ.
პ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
შემოსავლები და ხარჯები, მათი კლასიფიკაცია, შეფასება და აღიარების მეთოდები. შემოსავლები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებებიდან, მათი აღრიცხვა.
პროდუქციის თვითღირებულება, მისი შემადგენლობა და აღრიცხვა. მიწოდების ხარჯების აღრიცხვა; საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა.
არასაოპერაციო შემოსავლების აღრიცხვა: შემოსავლები დივიდენდებიდან, შემოსავლები პროცენტებიდან, სახელმწიფო გრანტებისა და დახმარებების აღრიცხვა.
არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა.
სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების აღიარება-აღრიცხვა.
35. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს)
ა) აუდიტის ზოგადი მიმოხილვა, მისი მიზანი და ამოცანები
ცნება აუდიტის შესახებ, აუდიტის მიზანი და ამოცანები. აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში. აუდიტორული საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
აუდიტის სახეები. აუდიტის ჩატარების ზოგადი სქემა (ეტაპები). აუდიტის ადგილი კონტროლის ერთიან სისტემაში, აუდიტი და რევიზია.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს), მათი ზოგადი დახასიათება.
ცნებები: ბუღალტრული შეფასება, ანალიზური პროცედურები, მტკიცებები, აუდიტორული მტკიცებულება, გარანტია, დასაბუთებული გარანტია, აუდიტის პროგრამა, აუდიტორული რისკი, კონტროლის რისკი, შეუმჩნევლობის რისკი, თანდაყოლილი რისკი, შერჩევის რისკი, აუდიტორული შერჩევა, სტრატიფიკაცია, მოქმედი აუდიტორი, გარე აუდიტორი, ახალმოსული აუდიტორი, სხვა აუდიტორი, წინამორბედი აუდიტორი, მთავარი აუდიტორი, აუდიტორის ასოცირებულობა, შესადარისი ინფორმაცია, შესადარისი ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგების მტკიცებები, შესაბამისი ციფრობრივი მონაცემები, დასტური, დოკუმენტაცია, შეცდომა, სავარაუდო შეცდომა, ასატანი შეცდომა, არსებითი შეუსაბამობა, არსებითობა, უზუსტობა, თაღლითობა, მასშტაბის შეზღუდვა (ასს 110);.
აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სტრუქტურული საფუძვლები (ასს 120).
ბ) პასუხისმგებლობა აუდიტზე
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანი. აუდიტის ზოგადი პრინციპები. აუდიტის მასშტაბი. დასაბუთებული გარანტია. აუდიტის თანმდევი შეზღუდვები. პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებაზე (ასს 200).
აუდიტის ჩატარების პირობები (ასს 210).
აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლი, მისი პოლიტიკა და პროცედურები. აუდიტის ხარისხის კონტროლი, მისი ბერკეტები (ასს 220).
სამუშაო დოკუმენტების ფორმა და შინაარსი; სამუშაო დოკუმენტების კონფიდენციალურობა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შენახვის ვადები და კუთვნილება (ასს 230).
თაღლითობა და შეცდომა, მათი რისკების შეფასება. აღმოჩენა, აუდიტის თანმდევი შეზღუდვები თაღლითობისა და შეცდომის აღმოჩენაში. აუდიტორული გარიგებიდან გამოსვლა (ასს 240).
კანონმდებლობის გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს. შეუსაბამობა, მისი არსი. პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დაცვაზე. კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის პროცედურები. გარიგებიდან გამოსვლა. (ასს 250).
გ) აუდიტის დაგეგმვა
აუდიტის საერთო გეგმა; აუდიტის პროგრამა (ასს 300).
საქმიანობის ცოდნა, ცოდნის შეძენა და გამოყენება; დამკვეთის საქმიანობის ცოდნისათვის განსახილველი საკითხები (ასს 310).
აუდიტორული არსებითობა; ურთიერთკავშირი არსებითობასა და აუდიტორულ რისკს შორის; უზუსტობების გავლენის შეფასება (ასს 320).
დ) რისკის შეფასება და შიდა კონტროლის სისტემა
აუდიტორული რისკი და მისი კომპონენტები. თანდაყოლილი რისკის შეფასება ფინანსური ანგარიშგების დონეზე, ანგარიშთა ნაშთებისა და ოპერაციათა კატეგორიების დონეზე; ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემები; შიდა კონტროლის თანდაყოლილი შეზღუდვები; ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლა; კონტროლის რისკის წინასწარი შეფასება; კონტროლის რისკის შესწავლისა და შეფასების დოკუმენტირება; კონტროლის ტესტები; აუდიტორული მტკიცებულების ხარისხი და დროულობა; კონტროლის რისკის საბოლოო შეფასება; ინფორმირება ნაკლოვანებების შესახებ (ასს 400).
ე) აუდიტორული მტკიცებულება. მათი მოპოვების ხერხები
აუდიტორული მტკიცებულება, კონტროლის ტესტები, ძირითადი პროცედურები. აუდიტორული მტკიცებულებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები.
ფინანსური ანგარიშგების მტკიცებების კატეგორიები. პროცედურები აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად (ასს 500).
აუდიტორული შერჩევა (ასს 530).
ბუღალტრული შეფასება, მისი ხასიათი; აუდიტორული პროცედურები; დამოუკიდებელი შეფასების გამოყენება (ასს 540).
ვ) აუდიტორული დასკვნები და ანგარიშგება
აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტორული დასკვნის ძირითადი ელემენტები.
აუდიტორული დასკვნის სახეები.
აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის გავლენა აუდიტორულ დასკვნაზე. უთანხმოება ხელმძღვანელობასთან და მისი გავლენა აუდიტორულ დასკვნაზე (ასს 700).
შესადარისი ინფორმაცია: შესაბამისი ციფრობრივი მონაცემები; შესადარისი ფინანსური ანგარიშგება; აუდიტორის პასუხისმგებლობა და ანგარიშგება (ასს 710).
ზ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მეთოდიკის საკითხები
ბალანსის შედგენის სისწორის ზოგადი შეფასება; აქტივების ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის სისწორის განსაზღვრა, მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგებაში ინფორმაციის ასახვის სისწორის შემოწმება; ანგარიშგება ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ, მისი შემოწმება.