,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№312
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.739
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 11/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.739

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №312

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებით (სსმ III, 16.11.2006 წ., №154, მუხ. 2136) დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კონკურსის შედეგები

1. კონკურსის შედეგად შეირჩევიან საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატები იმ საჯარო სკოლებისათვის, რომლებზეც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებულია კონკურსი.

2. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის იმ კანდიდატების ნუსხას, რომლებიც შეიძლება წარდგენილი იქნენ სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტესტირების შედეგად განისაზღვრება იმ კონკურსანტების რეიტინგული ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს კონკურსის მესამე ეტაპზე – გასაუბრებაზე გასვლის უფლება.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საჯარო სკოლების რაოდენობის შესაბამისი დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობის განსაზღვრის მიზნით განისაზღვრება საკონკურსო ტერიტორიული ერთეულები, რომელშიც მიეთითება ამ ერთეულში განთავსებული ყველა ის საჯარო სკოლა, რომლის დირექტორობის კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის მეშვეობით. ამავე აქტით განისაზღვრება კონკრეტული რესურსცენტრები, რომლებიც მიიღებენ კონკურსანტების განცხადებებს.“.

4. მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება

1. საქართველოს ტერიტორიაზე კონკურსი ცხადდება და ტარდება საჯარო სკოლების მიხედვით.

2. კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე საჯარო სკოლისათვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში შედის ეს სკოლები.

3. კონკურსანტი, ამ წესის შესაბამისად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეიძლება წარდგენილ იქნეს მის მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ საჯარო სკოლაში.“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სარეგისტრაციო განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელშიც გარდა “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემებისა, უნდა მიეთითოს ის საჯარო სკოლები და საკონკურსო ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც კონკურსანტს სურს განხილულ იქნეს მისი კანდიდატურა, ინფორმაცია კონკურსანტის განათლების, სამუშაო გამოცდილების, კონკურსის ენობრივი თავისებურებების გამოყენებისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის თაობაზე;“.

6. 24-ე და 25-ე მუხლებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. გასაუბრების შედეგები

1. გასაუბრების შედეგად საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მინისტრისათვის წარსადგენად შეირჩევა თითოეულ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში არსებული საჯარო სკოლების რაოდენობის 3-ზე ნამრავლის რაოდენობის კონკურსანტი. იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიულ ერთეულში კონკურსი ვერ გაიარა ამ რაოდენობის კონკურსანტმა, წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობა შეიძლება იყოს თითოეულ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში არსებული საჯარო სკოლების რაოდენობის 3-ზე ნამრავლზე ნაკლები.

2. გასაუბრების შედეგად სამინისტრო აქვეყნებს კონკურსანტთა რეიტინგულ ნუსხას, მათი საკონკურსო ქულების მითითებით.

    მუხლი 25. კანდიდატების განაწილება საჯარო სკოლებში

1. კონკურსანტის განაწილება საჯარო სკოლაში დირექტორობის კანდიდატად ხდება შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს წარდგინებისა და დირექტორობის კანდიდატის განაცხადის ან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მინისტრის ინდივიდუალური აქტით განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წარდგინებისა და დირექტორობის კანდიდატთა მხრიდან თანხმობის გამოხატვის ფორმა და ვადები.

2. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სამეურვეო საბჭოს წარდგინება ან დირექტორობის კანდიდატის თანხმობა, ან სამეურვეო საბჭოს წარდგინება არსებობს სამზე ნაკლებ კანდიდატურაზე და არსებობს დირექტორობის კანდიდატები, რომელთაც სურვილი აქვთ წარდგენილნი იქნენ ამ საჯარო სკოლაში, მინისტრი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს დირექტორობის კანდიდატებს მათი სურვილისა და საკონკურსო ქულის რეიტინგის გათვალისწინებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ 3-ზე მეტი დირექტორობის კანდიდატი მიუთითებს ერთსა და იმავე საჯარო სკოლას, ამ საჯარო სკოლაში განაწილდება უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე 3 კანდიდატი.

4. ტესტირების შედეგად თანაბარი საკონკურსო ქულის მოპოვების შემთხვევაში, დირექტორობის კანდიდატთა რეიტინგის დადგენა ხდება შემდეგი პრიორიტეტულობის მიხედვით:

ა) პირველი პრიორიტეტი _ ზოგადი უნარები;

ბ) მეორე პრიორიტეტი _ პროფესიული უნარები;

გ) მესამე პრიორიტეტი _ ქართულ ენაზე ფუნქციური წერის უნარ-ჩვევები;

დ) მეოთხე პრიორიტეტი _ ზოგადი განათლების, საჯარო სამართლის და შრომის სფეროში მოქმედი, საჯარო სკოლის დირექტორისათვის აუცილებელი საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.“.

7. 26-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ეტაპების ჩატარების შემდეგ მინისტრი აქვეყნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო სკოლებში კანდიდატების განაწილება ამ წესის 25-ე მუხლის დაცვით.“.

8. 27-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროექტის გამოქვეყნებიდან 5 დღის გასვლის შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კონკრეტული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების ნუსხას, ამ წესის 25-ე მუხლის დაცვით.“.

9. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გამოვლინდა, რომ სკოლაში კანდიდატად შერჩეულმა პირებმა უარი თქვეს შესაბამის საჯარო სკოლაში წარდგენაზე ან ამ წესის შესაბამისად წარდგენილ იქნენ სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად და არ იქნენ არჩეულნი, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განაწილებულ იქნენ იმ საჯარო სკოლებში, სადაც არ იქნა არჩეული დირექტორი.“.

ბ) 21- 23 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სკოლაში კონკურსი დასრულებულად ითვლება საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის ან სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის აურჩევლობის შემთხვევაში.“.

10. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. 2007 წელს გამოცხადებული საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დასრულება

 თუ 2007 წელს გამოცხადებული საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განმეორებითი განაწილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ განმეორებითი განაწილებისას რიგ სკოლაში/სკოლებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ წარედგინა სკოლის სამეურვეო საბჭოს, ხოლო კონკურსის ფარგლებში დარჩნენ კონკურსანტები, რომლებიც თავიანთ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში ვერ იქნენ განმეორებით წარდგენილნი სხვა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის (თუ კონკრეტულ საკონკურსო-ტერიტორიულ ერთეულში განმეორებით განაწილებაში მოხვედრილი სკოლების რაოდენობის სამზე ნამრავლი ნაკლებია კანდიდატთა რაოდენობაზე ან, როცა შეუძლებელია კონკრეტულ საკონკურსო-ტერიტორიულ ერთეულში განმეორებით განაწილებაში მოხვედრილი სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის წარდგენა, სამეურვეო საბჭოსათვის ერთი კანდიდატის განმეორებით წარდგენის დაუშვებლობის გამო), დირექტორობის კანდიდატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წარედგინება იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომლებშიც არ იქნა არჩეული დირექტორი.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია