,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.743
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №336
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებით (სსმ III, 17.12.2006 წ., №6, მუხ. 50) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 28-ე 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან მენეჯმენტის სფეროში;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მედია სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება;
გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;
დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;
დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. კონსულტანტი:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან/და მედია სფეროში;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა ან/და მედიის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 29. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
1. სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;
დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;
დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. უფროსი სპეციალისტი:

მუხლი 30. პრესასთან ურთიერთობის სამმართველო
1. სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;
დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 08.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №336. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.040.22.033.011.743.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №336, 08.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.743 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77290/