,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 12.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №21/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.745
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 14/04/2008
matsne.gov.ge 367 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.745 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №21/2008 2008 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის. №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2008 წლის 12 აპრილის №60/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №107 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა ახლანდელი მონაცემებით შეადგენს 2219 ამომრჩეველს. №9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2008 წლის 12 აპრილის №148 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №95 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა ახლანდელი მონაცემებით შეადგენს 2412 ამომრჩეველს. ორივე შემთხვევაში ამომრჩეველთა რაოდენობამ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვნად გადააჭარბა კანონით დადგენილ რაოდენობას, რაც გამოიწვევს ამ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის პროცედურების ჩატარებას მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბნებზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდე-ნობის გამო, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის; 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4–5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 №9 ნაძალადევისა და №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არა უგვიანეს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან მე-2 დღისა, შექმნან ახალი საარჩევნო უბნები. მუხლი 2🔗 №9 ნაძალადევისა და №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 37-ე მუხლით დადგენილი პირობებით, გამოაცხადონ კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის თაობაზე. კონკურსის გამოცხადებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიები ახდენენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, ამავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის შესახებ და კანონით განსაზღვრული თანდართული დოკუმენტაცია. თუ აღნიშნულ ვადაში საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა არ შეივსო კანონმდებლობით დადგენილ რაოდენობამდე, ან, თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ამ ვადის გასვლიდან მომდევნო 3 დღეში, საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრამდე შევსების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა საოლქო საარჩევნო კომისიებს. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                            ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                       გ. მჭედლიძე