,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№351
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.023.011.755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 21/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.011.755

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების                        მინისტრის ბრძანება №351

2008 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებით (სსმ III, 09.03.2006, №31, მუხ. 362) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „კ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველო;

ბ) სასამართლო დავების უზრუნველყოფის სამმართველო.

    მუხლი 11.

სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

გ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას;

დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;

ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაციას;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;

თ) სამართლებრივი თვალსაზრისით გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზს და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობას. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან (კონვენციებთან);

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;

კ) საერთაშორისო ხელშეკრულების ეროვნული პასუხისმგებელი პირებისა და საკონტაქტო პირებისაგან შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წერილობით ინფორმაციებისა (მათ შორის საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ) და ანგარიშების მოთხოვნას;

ლ) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12.

სასამართლო დავების უზრუნველყოფის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში;

ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჭიროების შემთხვევაში მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე-სებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვას;

ვ) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გამცემლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.04.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 14.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №351. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.023.011.755.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №351, 14.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.011.755 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77350/