,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 18.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.011.766
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 18/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 26.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.011.766
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №122
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის 11 პუნქტისა და 202 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) ბლანკის რეკვიზიტები №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) ბლანკის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
3. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მ. კოპალეიშვილს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დანართი №1
I. მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი
სამგზავრო დოკუმენტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.
მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე.
II. სამგზავრო დოკუმენტის მასალა და დაცვის საშუალებები
თითოეული ბუკლეტი უნდა შეიცავდეს 32 გვერდს.
1. ყდა (მინიმალური სტანდარტი)
ყდა უნდა წარმოადგენდეს ლატექსით გაჟღენთილ ფურცელს, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 280 მკრ. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს წიგნაკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი განისაზღვრება მოწოდებული სპეციფიკაციის მიხედვით.
2. ქაღალდი
შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი)
ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს.
ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია:
ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;
ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;
გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;
დ) სამგზავრო დოკუმენტის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) ქაღალდი უნდა დამზადდეს სუფთა ხის მერქნისაგან; ბ) 100% ბამბის ქაღალდისაგან; გ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;
ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა.
3. ბოლო გვერდები
ქაღალდის მახასიათებლებია:
ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%;
ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;
გ) სამგზავრო დოკუმენტის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) ქაღალდი უნდა დამზადდეს სუფთა ხის მერქნისაგან; ბ) 100% ბამბის ქაღალდისაგან; გ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;
ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად:
ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას;
ბ) მიკრო-ბეჭდვა საუკეთესო ხარისხის ასოთ გამოსახულებით;
გ) ლატენტური (უხილავი) გამოსახულება.
4. პერსონალიზებული გვერდები
პერსონალურ მონაცემთა გვერდი:
მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303 პირველი, ნაწილი (მეოთხე გამოცემა).
5. შესაკერი ძაფი
ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს.
6. მელანი (მინიმალური სტანდარტი)
ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს.
III. ბეჭდვა
1. ყდის პირველი გარე გვერდი
შავი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იქნეს სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.
ყდაზე შავად უნდა იყოს გამოსახული სიტყვები: ,,საქართველო“, ,,სამგზავრო დოკუმენტი“ და ,,1951 წლის 28 ივლისის კონვენცია“ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2. ყდის პირველი შიდა გვერდი
ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვები: ,,სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი საქართველოში სარგებლობს ლტოლვილის უფლებებით 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის შესაბამისად. სამგზავრო დოკუმენტი 32-გვერდიანია“.
3. ყდის მეორე შიდა გვერდი
ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რუკა და ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი სიტყვები: ,,სამგზავრო დოკუმენტი 32-გვერდიანია“. და სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
4. შიდა გვერდები
შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
პირველ გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი სიტყვები: ,,საქართველო“, ,,სამგზავრო დოკუმენტი“, ,,1951 წლის 28 ივლისის კონვენცია“.
მეოთხე გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი წინადადებები: ,,მოცემული სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია ერთადერთი მიზნით, უზრუნველყოს მისი მფლობელი დოკუმენტით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქალაქის პასპორტის ნაცვლად. აღნიშნული დოკუმენტი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მფლობელის მოქალაქეობაზე და არ ცვლის მას“. ,,მფლობელს აქვს საქართველოში დაბრუნების უფლება, მოცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის პერიოდში“. ,,თუ მოცემული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი დასახლდა სხვა ქვეყანაში და კვლავაც აპირებს მოგზაურობას, უნდა მიმართოს დროებითი საცხოვრებელი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს, ახალი დოკუმენტის მისაღებად“.
მეხუთე გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი წინადადება: ,,სამგზავრო დოკუმენტი მოქმედებს ყველა სახელმწიფოში გარდა .............................................................................. “.
5. შესაძლო დამცავი ელემენტები
1 დონე
ქაღალდი: მრავალტონიანი წყლის ნიშანი
დამცავი ძაფი
ქიმიური სენსიტისაცია.
ბეჭდვა: გრძივი სტრუქტურები
ცისარტყელას ბეჭდვა
მიკრო ასოებით ბეჭდვა
მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა
ლატენტური გამოსახულება.
მელანი: ოპტიკურად ცვლადი მელანი.
დანომვრა: ლაზერული წესით პერფორირებული დანომვრა.
მე-2 დონე
ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.
შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები.
ბეჭდვა: ულტრაიისფერი ელემენტები.
მელანი: ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის მატარებელი მელანი.
დანომვრა: უხილავი პასპორტის ნომერი.
IV. ფორმა
სამგზავრო დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით.
V. დანომვრა
ნომერი უნდა გამოისახებოდეს პირველ გარე გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.
VI. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი)
დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან.
ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები:
ა) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას;
ბ) ფლუორისცენტული გამოსახულება.
სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:
ა) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სახელს;
ბ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის გვარს;
გ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის დაბადების თარიღს;
დ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის პირად ნომერს;
ე) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათს;
ვ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სქესს;
ზ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის დაბადების ადგილს;
თ) სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღს;
ი) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადას;
კ) სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითებას;
მ) ქვეყნის კოდს;
ნ) სამგზავრო დოკუმენტის ნომერს;
ო) თანამდებობის პირის ხელმოწერას;
პ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის ხელმოწერას;
ჟ) ბეჭედს;
რ) შენიშვნებს (სამგზავრო დოკუმენტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).“.