„საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 18.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №24/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.772
გამოქვეყნების წყარო სსმ, 60, 21/04/2008
matsne.gov.ge 175 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.772 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №24/2008 2008 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის  21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 129​8 მუხლის მე-8 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ნაცვლად ინტერნეტისა, განთავსედეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 2🔗. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის შემთხვევებზეც. მუხლი 3🔗. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართევლოს საარჩევნო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი საჯარო გაცნობისათვის დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1​ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                     ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                               გ. მჭედლიძე