,,საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№363
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.22.033.011.773
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 22/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.011.773

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №363

2008 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

,,საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში (სსმ III, 23.10.03 წ, №122, მუხ 1012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული ანგარიშგების შემდეგი ფორმები:

ა) ორგანიზაციის ბალანსი – ფორმა №1;

ბ) ორგანიზაციის ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით – ბალანსის დანართი ფორმა №2;

გ) ანგარიში ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებზე გაწეული ხარჯების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №2-1;

დ) ანგარიში ბიუჯეტიდან დაფინანსების თანხების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №3;

ე) ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №4;

ვ) ანგარიში ფულადი გრანტების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №4-1;

ზ) ანგარიში ძირითადი საშუალებების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №5;

თ) ანგარიში მატერიალური მარაგების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №6;

ი) ანგარიში ავტომანქანების ექსპლოატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებ – ბალანსის დანართი ფორმა №7“.

3. ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აღნიშნული ფორმებით ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისას იხელმძღვანელონ ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა.

4. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ანგარიშგების ფორმები წარუდგინონ შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებმა – ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“.

4. ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს 41 პუნქტი.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური