,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.16.009.011.776
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 22/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

                                                                                             სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                  010.220.020.16.009.011.776

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №13

2008 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომა-რაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებით (სსმ III, 08.02.2008, №20, მუხ. 232) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ბ) აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს;“.

2. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძ-ველზე, ახორციელებს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი.“.

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს:

ა) შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) წყალმომარაგების დეპარტამენტი;“;

ბ) შემდეგი შინაარსის ,,კ1“ ქვეპუნქტი:

,,კ1) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;“.

4. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ელექტროენერგეტიკის სამმართველო და ბუნებრივი გაზის სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3.ელექტროენერგეტიკის     სამმართველო     უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკის და წყალმომრაგების სექტორებში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ – ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.

4. ბუნებრივი გაზის სამართველო უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის სექტორში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ – ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალის-წინებული ფუნქციების შესრულებას.“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 13.

1. მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მეთოდოლოგიური სამმართველო;

ბ) ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო.

2. მეთოდოლოგიური სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება და მათი სრულყოფის კოორდინაცია;

ბ) შემუშავებული პროექტების ანალიზი და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში სამართლებრივი აქტების შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და ნორმატიული აქტების ოფიცია-ლურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების უზრუნველყოფა.

3. ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) რეგულირების საერთაშორისო ტენდენციებისა და მეთოდოლოგიური მიდგომების შესწავლა-ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო ინფორმაციის, წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, ანალიზი და სრულყოფა;

გ) შემუშავებული პროექტების ანალიზი და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) კომისიის კომპენტენციის ფარგლებში აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალ-მომარაგების სექტორის ობიექტების სარეაბილიტაციო და საინვესტიციო პროგრამების განხილვაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.“.

6. X თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:

,,თავი X1. წყალმომარაგების დეპარტამენტი

    მუხლი 151

წყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სასმელი წყლის მიწოდების სფეროში კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სადავო საკითხების განსახილველად მომზადება;

ბ) სასმელი წყლის მიმწოდებელთაგან მიღებული, კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ანალიზი;

გ) წყალმომარაგების სექტორში სასმელი წყლის მიმწოდებლების მიერ შემოტანილი განაცხადების განხილვა;

დ) წყალმომარაგების სექტორის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და სრულყოფა;

ე) რეგულირების საფასურის გადახდაზე სასმელი წყლის მიმწოდებლებთან შესათანხმებელი გრაფიკის შემუშავებაში მონაწილების მიღება;“.

7. XIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 თავი:

,,თავი XIII1. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო

    მუხლი 181.

კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომისიის აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, შიდა ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა, მასში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის პროგრამების (კანონები, დადგენილებები, გადაწყვე-ტილებები, ბრძანებები და ა. შ.). ყოველკვირეული განახლება და კომისიის მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება;

ბ) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში კომისიის აპარატის თანამშრომელთა კონსულტაცია;

გ) სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. სერვერზე ოპერაციული სისტემისა და პროგ-რამების განახლება. შიდა ქსელის მიერთება გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან);

დ) კომისიის აპარატის თანამშრომლების კომპიუ-ტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემების დაყენება-განახლება, საოფისე, ანტივი-რუსული და სხვა პროგრამების ჩაწერა და განახლება. კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება;

ე) კომისიის სხდომების აუდიო ჩანაწერების გაკეთება. აუდიო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და მათი არქივის შექმნა. კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

   გ. ჩალაგაშვილი