,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.786
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №128
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №298 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა (ლოგოტიპი) წარმოდგენილია გრაფიკული ნიშნით, რომელზეც ოვალურ ფორმაში გამოსახულია შემდეგი სიმბოლოები: სასწორი – სამართლიანობის სიმბოლო, რომელიც ემყარება წიგნს – კონსტიტუციის, ზოგადად კანონთა კრებულის გამოხატულებას, ხოლო კანონიერებისა და სამართლიანობის გამარჯვების სიმბოლოებად დაფნის წნული და გვირგვინია წარმოდგენილი.
ფერები: ლურჯი, თეთრი, ოქროსფერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““?
- „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 24.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №128. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.22.027.011.786.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““, №128, 24.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.786 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77506/