„საგადასახადო სესხის გაცემის და ანგარიშგების პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 02.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №411
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.801
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 02/05/2008
matsne.gov.ge 1,957 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)

დოკუმენტის ტექსტი

„საგადასახადო სესხის გაცემის და ანგარიშგების პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-24.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 60.35pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.801 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №411 2008 წლის 2 მაისი ქ. თბილისი საგადასახადო სესხის გაცემის და ანგარიშგების პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2801  მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „საგადასახადო სესხის გაცემის და ანგარიშგების პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“ №1 დანართის თანახმად. 2. დამტკიცდეს „საგადასახადო სესხის შესახებ ხელშეკრულების“ ფორმები №2 და №3 დანართების შესაბამისად.     მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გილაური დანართი №1 ინსტრუქცია საგადასახადო სესხის გაცემის და ანგარიშგების პროცედურების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2801  მუხლის საფუძველზე და არეგულირებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სესხის მიღების, გამოყენების, ანგარიშგებისა და დაბრუნების პროცედურებს. 2. საგადასახადო სესხი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL1 თავის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხი, რომელიც გაიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე და გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის. 3. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში პირს არ დაეკისრება დარიცხული გადასახადის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე მას გადასახადის ამ თანხაზე არ დაერიცხება საურავი.     მუხლი 2🔗. საგადასახადო სესხის მიღება 1. საგადასახადო სესხის მიღებისათვის პირმა, სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს. 2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) საგადასახადო სესხის ოდენობა, მისი დაფარვის ვადა და პირობები; გ) საგადასახადო სესხის მიღების თარიღი, მაგრამ არა უადრეს განცხადების საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღისა და არა უგვიანეს სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვისა. 3. საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საგადასახადო სესხის შესახებ განცხადებას, ამოწმებს მის შესაბამისობას საგადასახადო კოდექსის 2801  მუხლის, ამ ინსტრუქციის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის, ხარვეზზე მითითების ან სესხის გაცემაზე უარის შესახებ, რასაც იმავე ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს. 4. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლების მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკითხის გადაწყვეტისათვის, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში პირთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 5. გადამხდელს საგადასახადო სესხის მიღებაზე შეიძლება ეთქვას უარი იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი რეგისტრირებულია 2008 წლის პირველ იანვრამდე; ბ) განცხადება წარდგენილია გადამხდელის რეგისტრაციიდან 12 თვის შემდეგ; გ) საგადასახადო სესხი პირზე (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად) ერთხელ უკვე გაცემულ იქნა; დ) დარღვეულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 6. საგადასახადო სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პირთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას საგადასახადო სესხის მაქსიმალური ვადით (დანართი №2) ან გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა ვადით (დანართი №3). 7. ხელშეკრულება ძალაში შედის გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სესხის მიღების შესახებ განცხადებაში დაფიქსირებული ვადიდან.     მუხლი 3🔗. საგადასახადო სესხით სარგებლობის პირობები 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2801  მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვთ 2008 წლის პირველი იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ პირებს. 2. საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით, რომელიც გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა და სამი თვის (123 თვის) ვადით, წლიური 4%-იანი სარგებლით. 3. საგადასახადო სესხის პირზე გაცემა და პირის მიერ საგადასახადო სესხით სარგებლობა (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულის) შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. 4. საგადასახადო სესხის თანხები არ წარმოადგენს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხებს და, შესაბამისად, არ გაითვალისწინება საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებისას. 5. საგადასახადო სესხის ვადა, დაბრუნების პროცედურები და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საგადასახადო ორგანოსა და საგადასახადო სესხის მიმღებს შორის გაფორმებული საგადასახადო სესხის ხელშეკრულებით. 6. საგადასახადო სესხის ხელშეკრულება წყდება ვადის გასვლის ან გადამხდელის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. 7.  საგადასახადო სესხის აღრიცხვის წესი განისაზღვრება „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით. 8. ტერიტორიული საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს პირთან საგადასახადო სესხის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად სესხის და პროცენტის დაფარვის კონტროლს.     მუხლი 4🔗. საგადასახადო სესხის დაბრუნება 1. საგადასახადო სესხის მაქსიმალური ვადით მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა, ხოლო აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, დარჩენილი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობით მოახდინოს საგადასახადო სესხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებული ვადით საგადასახადო სესხის მიღების შემთხვევაში პირის მიერ სესხის თანხის და დარიცხული პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს სესხის დაფარვის ვადის ბოლო დღისა. 3. პირის ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვის შემდეგ, რის შესახებაც არანაკლებ 5 კალენდარული დღისა უნდა ეცნობოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს.     მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა ვალდებულებათა დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირებზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. დანართი №2 ხელშეკრულება №––/–––– საგადასახადო სესხის შესახებ „––––“ ––––––––––––––“ 200 წ. 1. ხელშეკრულების მხარეები გადამხდელის სახელწოდება –––––––––––––––––––– (დასახელება) (შემდგომში – „გადამხდელი“ ან „მხარე“) საიდენტიფიკაციო ნომერი –––––––––––––, წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში) ––––––––––––––––––––––––––––– ერთის მხრივ, და ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – „საგადასახადო ორგანო “ ან „მხარე “)   ​საგადასახადო ორგანოს დასახელება, ხელმძღვანელი მეორე მხრივ, შეთანხმდნენ შემდეგზე: 2. ხელშეკრულების საგანი და მიზანი ამ ხელშეკრულების საგანია საგადასახადო სესხით სარგებლობა, რომელიც გაიცემა გადამხდელზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით. 3. საგადასახადო სესხის თანხა, დაფარვის ვადა და წესი 3.1. საგადასახადო სესხის თანხა: ––––––––––– ლარი, წლიური 4%-იანი სარგებლით. 3.2. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდი: 10 წელი და 3 თვე (123 თვე). 3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის 200– წლის –––   ––––––––– -დან და მოქმედებს  20–– წლის –––   ––––––-მდე. 3.4. პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში გადამხდელს არ ეკისრება სესხზე დარიცხული პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, დარჩენილი 3 თვის განმავლობაში, გადამხდელი ვალდებულია ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობით მოახდინოს საგადასახადო სესხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა. 4. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები 4.1. გადამხდელს უფლება აქვს: 4.1.1. ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო სესხით. 4.1.2. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში არ გადაიხადოს დარიცხული გადასახადის თანხა. 4.1.3. არ დაერიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გადაუხდელობისათვის საურავი საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში. 4.1.4. საკუთარი ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეწყვიტოს ვადამდე. 4.2. გადამხდელი ვალდებულია: 4.2.1. მოახდინოს საგადასახადო კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში საგადასახადო სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის (სარგებლის) დაფარვა. 4.2.2. სასესხო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვა და აღნიშნულის შესახებ არანაკლებ 5 კალენდარული დღისა აცნობოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს. 4.2.3. რეორგანიზაციის შემთხვევაში გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280​1 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რაც გულისხმობს რეორგანიზაციის (გაერთიანების) შედეგად ჩამოყალიბებული საწარმოს უფლებას, სარგებლობა განაგრძოს მხოლოდ ერთი საგადასახადო სესხით და ვალდებულებას, საგადასახადო სესხებზე გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები შეწყივტოს ამ ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტით დადგენილი წესით. 5. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები 5.1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში მოითხოვოს საგადასახადო სესხის დაფარვა. 5.2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია: 5.2.1. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო სესხით სარგებლობა. 5.2.2. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში დარიცხულ გადასახადებზე არ დაარიცხოს საურავი. 6. მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ხელშეკრულების შეწყვეტა საგადასახადო სესხის ხელშეკრულება წყდება: 7.1. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში; 7.2. გადამხდელის ინიციატივით; 7.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში. 8. დავის განხილვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები და სხვა პირობები ამ ხელშეკრულების ტექსტი შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ ერთნაირი იურიდიული ძალა. გადამხდელის                                                                  საგადასახადო ორგანოს „–––––––––––––––––––––––––––––“                           „––––––––––––––––––––––––––––––“​ ​                (დასახელება)                                                                ​(დასახელება) „––––––––––––––––––––“                                            ––––––––––––––––––––––––––––––– ​    ​(საიდენტიფიკაციო ნომერი)                                                        –––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––                  –––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––                 –––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––              (საგადასახადო ორგანოს სრული მისამართი და ​ ––––––––––––––––––––––––––––––––––                      უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)  (გადამხდელის სრული მისამართი და უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)            (ხელმოწერა)                                                                                                                              (ხელმოწერა) დანართი №3 ხელშეკრულება №––/–––– საგადასახადო სესხის შესახებ „––––“ „––––––––––––––“  200 წ. 1. ხელშეკრულების მხარეები გადამხდელის სახელწოდება –––––––––––––––––––– (დასახელება) (შემდგომში – „გადამხდელი“) საიდენტიფიკაციო ნომერი ––––––––––––– წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში) ––––––––––––––––––––––––––––– ერთი მხრივ, და ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – „საგადასახადო ორგანო “)    ​საგადასახადო ორგანოს დასახელება, ხელმძღვანელი მეორე მხრივ, შეთანხმდნენ შემდეგზე: 2. ხელშეკრულების საგანი და მიზანი ამ ხელშეკრულების საგანია საგადასახადო სესხით სარგებლობა, რომელიც გაიცემა გადამხდელზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით. 3. საგადასახადო სესხის თანხა, დაფარვის ვადა და წესი 3.1. საგადასახადო სესხის თანხა: ––––––––––– ლარი, წლიური 4%-იანი სარგებლით. 3.2. საგადასახადო სესხით სარგებლობის (დაფარვის) პერიოდი: ––––––––––––– . 3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის 200– წლის –––   ––––––––– -დან და მოქმედებს  20–– წლის –––   ––––––-მდე. 3.4. გადამხდელის მიერ სესხის თანხის და დარიცხული პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს სესხით სარგებლობის ვადის ბოლო დღისა. 4. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები 4.1. გადამხდელს უფლება აქვს: 4.1.1. ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო სესხით. 4.1.2. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში არ გადაიხადოს დარიცხული გადასახადის თანხა. 4.1.3. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში არ დაერიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გადაუხდელობისათვის საურავი. 4.1.4. საკუთარი ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეწყვიტოს ვადამდე. 4.2. გადამხდელი ვალდებულია: 4.2.1. მოახდინოს საგადასახადო კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში საგადასახადო სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის (სარგებლის) დაფარვა. 4.2.2. სასესხო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვა და აღნიშნულის შესახებ არანაკლებ 5 კალენდარული დღისა აცნობოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს. 4.2.3. რეორგანიზაციის შემთხვევაში გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280​1 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რაც გულისხმობს რეორგანიზაციის (გაერთიანების) შედეგად ჩამოყალიბებული საწარმოს უფლებას, სარგებლობა განაგრძოს მხოლოდ ერთი საგადასახადო სესხით და ვალდებულებას, საგადასახადო სესხებზე გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტით დადგენილი წესით. 5. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები 5.1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში მოითხოვოს საგადასახადო სესხის დაფარვა. 5.2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია: 5.2.1. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო სესხით სარგებლობა. 5.2.2. საგადასახადო სესხით სარგებლობის პერიოდში და სესხის თანხის ფარგლებში დარიცხულ გადასახადებზე არ დაარიცხოს საურავი. 6. მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ხელშეკრულების შეწყვეტა საგადასახადო სესხის ხელშეკრულება წყდება: 7.1. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში; 7.2. გადამხდელის ინიციატივით; 7.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში. 8. დავის განხილვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. მხარეთა რეკვიზიტები,  ხელმოწერები და სხვა პირობები ამ ხელშეკრულების ტექსტი შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ ერთნაირი იურიდიული ძალა.                   გადამხდელის                            საგადასახადო ორგანოს „–––––––––––––––––––––––––––––“                „––––––––––––––––––––––––––––––“                        ​  ​(დასახელება)                                               ​(დასახელება) „––––––––––––––––––––“                                     ––––––––––––––––––––––––––––––– ​    (საიდენტიფიკაციო ნომერი)                                                –––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––            –––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––            –––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––            (საგადასახადო ორგანოს სრული მისამართი და ​ ––––––––––––––––––––––––––––––––––             უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი) (გადამხდელის სრული მისამართი და უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)                (ხელმოწერა)                                                                                                                                                                             (ხელმოწერა)