საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“

მიღების თარიღი 05.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.806
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 06/05/2008
matsne.gov.ge 188 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.806 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2008 2008 წლის 5 მაისი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. ამომრჩეველთა ერთიან სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა. საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა. მუხლი 2🔗.  აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 7 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-10-დან მე-7 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. მუხლი 3🔗.  ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე კომისიის თავმჯდომარე                                                             ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                        გ. მჭედლიძე